11:44 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-29 16:10:59, 1495 ნახვა

პოლიტიკა
გახარია - „ფეიკ ნიუსის“, პროპაგანდისა და საზოგადოებრივი აზრით მანიპულირების წინააღმდეგ ჩვენი ტაქტიკა აბსოლუტური გახსნილობა და ტრანსპარენტულობაა

სამწუხაროდ, სანამ აქტიური საარჩევნო პროცესი დაიწყებოდა, ძალიან სამწუხაროდ, საერთოდ მედია გარემო და მედია სივრცე გახდა უაღრესად ტოქსიკური,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს იმ კითხვის პასუხად განუცხადა, რომელიც თბილისის მერის, კახა კალაძის მიერ „ფეიკ ნიუსების“ წინააღმდეგ წამოწყებულ კამპანიას შეეხებოდა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ტყუილს, მასზე აგებულ პროპაგანდასა და საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებას სახელისუფლებო გუნდი გახსნილობის და ტრანსპარენტულობის ტაქტიკით ებრძვის.

„სქემა მუშაობს შემდეგნაირად: პირველი - ტყუილი, „ფეიკ ნიუსი", შემდეგ, ამ ტყუილზე აგებული პროპაგანდა, ჩვეულებრივი პროპაგანდისტული ინსტრუმენტები და შემდგომ უკვე საზოგადოებრივი აზრით მანიპულირება. საბედნიეროდ, იქიდან გამომდინარე, რომ ეს ყველაფერი ტყუილზეა დაფუძნებული, სიცოცხლის ვადა, ასეთ „ფეიკ ნიუსს", პროპაგანდას და საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებას აქვს ძალიან მოკლე, ხშირად ეს არის ერთი დღე, ზოგჯერ შესაძლოა იყოს რამდენიმე, 3-4 დღე. რა არის ახლა ჩვენი ტაქტიკა ამის წინააღმდეგ, მარტივად გეტყვით - აბსოლუტური გახსნილობა და ტრანსპარენტულობა. ახლა მე რომ ვდგავარ აქ და გიყვებით, ეს ამას ნიშნავს. ისე როგორც, მაგალითად ჩვენ ჩვენს მოქალაქეებს ვესაუბრებოდით კოვიდის ნაწილში. რეალური რისკი იყო. ჩვენ ჩვენი მოქალაქეები დავკარგეთ, მაგრამ არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა, რომ ხელისუფლებას ან მთავრობას ეს კრიზისი თავის ინტერესებში გამოეყენებინა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებდით ღიად, ტრანსპარენტულად , მძიმეც რომ ყოფილიყო სიმართლე, ამ სიმართლეს ჩვენს მოქალაქეებს ვუყვებოდით და მათი ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში იყო აბსოლუტურად გამჭვირვალე. დიდ ხანს ვისაუბრებ ამ თემაზე. ახლა, რატომ არ მუშაობს ეს ყველაფერი, ორი მიზეზია და ეს შეგიძლიათ თქვენს „ბოსსებსაც" გადასცეთ. პირველი - როცა ტყუილს ეფუძნება, დღეს, არა მარტო საქართველოში, მაგრამ განსაკუთრებით საქართველოში, გლობალურადაც, ინფორმაცია უკვე ჩაკეტილი არ არის, ჰორიზონტალურად ვრცელდება. ინფორმაციის გავრცელების უამრავი წყარო არსებობს. ერთი ცალკეული აღებული ადამიანი არის უკვე მედია, პატარა, მაგრამ მედია. ამიტომ, ჩვენ ახლა ასეთი თითოეული ჩვენი მოქალაქის მედიასაშუალებად, სიმართლის გამავრცელებლად გარდაქმნას ყველანაირად შევუწყობთ ხელს, იცით რატომ? რომ „ფეიქ"-ს, პროპაგანდას და მანიპულირებას დავუპირისპირდეთ. სხვა გზა ჩვენ არ გვაქვს“, - აღნიშნა პრემიერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კაცი მარკეტში შეიჭრა, მოლარე სცემა და მაღაზია გაქურდა, იგი პოლიციამ დააკავა
ბულგარეთმა ევროვიზია 2026-ში გაიმარჯვა
მოსკოვის გარეუბნებში დრონების მასშტაბური შეტევის შედეგად, 3 ადამიანი დაიღუპა და 4 დაიჭრა
აშშ-მ რუსულ ნავთობზე სანქციები აღადგინა შეღავათების ვადის გაგრძელების გარეშე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics