|
2020-06-29 13:24:26, 2109 ნახვა
პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე - დღევანდელი გადაწყვეტილება დემოკრატიული განვითარებისკენ გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია
დღევანდელი გადაწყვეტილება დემოკრატიული განვითარებისკენ გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებას. მისი თქმით, დღევანდელი გადაწყვეტილებით საქართველომ პარტნიორებს კიდევ ერთხელ უჩვენა, რომ მზადაა გააძლიეროს თავისი დემოკრატია და 2020 წლის ოქტომბერში ჩაატაროს გამჭვირვალე არჩევნები. „მივიღეთ ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული, ევროპული კონსტიტუცია და სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის გადაწყვეტილებაც, რომელიც უკვე ჩაწერილია საქართველოს კონსტიტუციაში. დღევანდელი გადაწყვეტილება, რომელიც პარლამენტის წევრებმა კენჭისყრაზე დაადასტურეს, არის დემოკრატიული განვითარების და ჩვენ მიერ აღებული დემოკრატიული ვალდებულებების შესრულებისკენ გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი. დღევანდელი გადაწყვეტილებით საქართველომ პარტნიორებს კიდევ ერთხელ უჩვენა, რომ მზადაა გააძლიეროს თავისი დემოკრატია და 2020 წლის ოქტომბერში ჩაატაროს გამჭვირვალე, დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნები“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით საბოლოოდ დაამტკიცა.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)