09:10 - 09 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-27 16:42:00, 1579 ნახვა

პოლიტიკა
თალაკვაძე ნათელაშვილის განცხადებაზე - ეს ძველი ოპოზიციის მხრიდან უხეში შეცდომაა

ნათელაშვილის განცხადებაზე - ეს ძველი ოპოზიციის მხრიდან უხეში შეცდომაა - ამის შესახებ, პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მან მოუწოდა ოპოზიციის ლიდერებს, შეაფასონ შალვა ნათელაშვილის განცხადება და დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია.
"ევროასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის დღეს, 6 წლის შემდეგ, გერმანიის ელჩზე შეტევა და ევროკავშირის ერთ-ერთი ლიდერი სახელმწიფოს - გერმანიის საქართველოსადმი მხარდაჭერის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება სრულიად მიუღებელია. ეს  არის ძველი ოპოზიციის მხრიდან უხეში პოლიტიკური შეცდომა.
მოვუწოდებ ოპოზიციის ლიდერებს, შეაფასონ შალვა ნათელაშვილის განცხადება და დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია. 
ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერიდან 6 წლის შემდეგ, საქართველოს აქვს უფრო ძლიერი დემოკრატია, ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული ევროპული კონსტიტუცია, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სტანდარტი და მჭიდრო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები ევროპასთან. ჩვენ გვაქვს საზოგადოების მხარდაჭერა ევროინტეგრაციის პროცესში და გვაქვს სამოქმედო გეგმა.  საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური კურსი უცვლელია!", - განაცხადა თალაკვაძემ. 

შეგახსენებთ, შალვა ნათელაშვილმაგანაცხადა, რომ  საკონსტიტუციო ცვლილებები თუ ჩავარდება, უფრო მალე მოვიცილებთ ხელისუფლებას, ოპოზიციამ არ უნდა მიიღოს მონაწილეობა კენჭისყრაში.

 

 





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპელები აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში მიიღებენ მონაწილეობას
მოსკოვის რეგიონში გაყიდვების მხრივ სიდიდით მეორე ბენზინგასამართი სადგურების ქსელმა ფუნქციონირება შეწყვიტა
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics