10:40 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-26 22:29:31, 1739 ნახვა

პოლიტიკა
ვოლსკი - ოპოზიციას არ აწყობს ის ტემპი, რომელიც ხელისუფლებას აქვს აღებული

„ოპოზიციას არ აწყობს ის ტემპი, რომელიც აღებული აქვს ხელისუფლებას“ , - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, დღეს კიდევ ერთხელ გამოვლინდა, რომ არანაირი არაფორმალური მმართველობა არ არსებობს.

„მთავარი ხაზი, რაც გასდევდა  პრემიერ-მინისტრის მოხსენებას, ორი თემაა. პირველი ისაა, რომ საქართველოზე მზრუნველი მთავრობა არ ფიქრობს იმაზე, რომ რაღაც პოლიტიკური დივიდენდი მიიღოს იმისაგან, რასაც ახლა აკეთებს, რადგან სიტუაცია მართლაც რთულია ჯანდაცვის მიმართულებით, ეკონომიკის მიმართულებით და არავის უთქვამს, რომ არ არსებობს პრობლემა და არ არსებობენ რეალური ადამიანები, რომელთაც ჩვენგან დახმარების ხელი სჭირდებათ.

ჩვენი პოლიტიკური ძალის მთავარი იდეა არის ის, რომ რაც არ უნდა მოხდეს, როგორც არ უნდა განვითარდეს ისტორიული პროცესი, ჩვენ მაინც ვფიქრობთ, რომ ჩვენმა შვილებმა ერთ სკოლაში, ერთ საბავშვო ბაღში  უნდა იარონ და ერთ სამშობლოში უნდა იცხოვრონ.

ჩვენ კი ვიცოდით, მაგრამ ოპოზიციამაც დაინახა და მათი გამწარება ამითაა გამოწვეული. ვისაც უტევდნენ - ბიძინა ივანიშვილს, ის არ პასუხობდა იმიტომ, რომ ერთხელ და სამუდამოდ დავინახოთ ყველამ, რომ ამას არა  პასუხები  და რიტორიკა, არამედ საქმე სჭირდება. ყველაზე კარგი პასუხი იყო ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, მაგრამ მთავარი მაინც ის არის, რომ ჩვენ თავიდანვე შევუდექით და ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით ჩამოყალიბდა მართვის სისტემა, რომელიც დღეს ძალიან რთულ პირობებში ხელმძღვანელობს საქართველოს. პრემიერ-მინისტრი თავის ადგილზეა, განაგებს, კომპეტენტურია და სისტემა არის ჩამოყალიბებული. დამისახელეთ რომელიმე დარგი, რომელსაც ფეხი აერია ამ ურთულეს სიტუაციაში.  ახლა მიადგნენ უშიშროებას", - განაცხადა გია ვოლსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
17 მაისი ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა
მეუფე ზენონი: ეკლესიის პასუხისმგებლობაა, შეახსენოს ყველას, ძალაუფლება არ დგას კანონზე მაღლა
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics