|
2020-06-26 19:54:46, 2977 ნახვა
ეკონომიკა
თურნავა - უახლოეს წლებში ნომერ პირველი ამოცანა ქართული წარმოების აღორძინებისა და განვითარების პროცესში სამუშაო ადგილების შექმნა იქნება
„პრემიერ-მინისტრის ანგარიშში, ეკონომიკისა და ეკონომიკის სამინისტროს მიმართულებით გამოვყოფდი ბოლო 12 თვეში ყველაზე მნიშვნელოვან რამდენიმე მიმართულებას და მიღწევას - ეს არის, რა თქმა უნდა, ის, რომ 2019 წელს გვქონდა ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა, გამოვყოფდი ასევე რეფორმებს, რისი შედეგიც იყო, რომ როდესაც გავიჭირდა, ძალიან სწრაფად დაგვიდგა გვერდში დონორთა საზოგადოება, მაგრამ პირველ რიგში, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რაც ხაზგასასმელია, არის ის, რომ კიდევ უფრო გაძლიერდა ქართული, ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობის პრიორიტეტი" - ამის შესახებ ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან საქართველოს პარლამენტში პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილი ანგარიშის შეფასებისას განაცხადა მინისტრის თქმით, პროგრამა „აწარმოე საქართველოში" იქცა ძალიან მძლავრ ბერკეტად, პროგრამად, რომელიც, პრაქტიკულად, მოიცავს ყველა ბიზნესექტორს. „ანტიკრიზისული ბიუჯეტის ფარგლებში პროგრამის ბიუჯეტიც გაიზარდა და თითქმის ნახევარ მილიარდ ლარს აღწევს. ამ პროგრამის ეგიდით შეგვიძლია დავეხმაროთ მცირე და საშუალო ბიზნესს ( პროგრამა, ძირითადად, ამისკენ არის მიმართული), დავეხმაროთ ქართულ წარმოებას, რომელიც ასევე ქართული რესურსების გადამუშავებაზე არის ორიენტირებული. რა თქმა უნდა, ჩვენი პროდუქცია ექსპორტზეც უნდა გავიტანოთ, მაგრამ, პირველ რიგში, საკუთარ ბაზარს უნდა მივაწოდოთ კონკურენტუნარიანი პროდუქცია კონკურენტუნარიან ფასად. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაპოვარი" - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა. ნათია თურნავამ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმ მნიშვნელოვან მიმართულებებს, რომლებზეც პრემიერმა პარლამენტის წევრების წინაშე ისაუბრა. „ ანგარიშში საუბარი იყო დაჩქარებულ პრივატიზაციაზე, წიაღისეულის ლიცენზიების დაჩქარებულ გაცემაზე, შემცირებულ ბიუროკრატიაზე, იმაზე, რომ გვექნება ერთიანი „ფრონტ-ოფისი", რომელიც იუსტიციის სახლებში გაიშლება და ადამიანებს, რომლებსაც, მაგალითად, ექნებათ მიკროგრანტის მიღების ან პროგრამის ფარგლებში რომელიმე სხვა დახმარების მიღების სურვილი, არ უწევდეთ თბილისში ჩამოსვლა. ეს ყველაფერი არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ერთი დიდი პროგრამის ნაწილია - ჩვენ უნდა დავეხმაროთ და ავაღორძინოთ ქართული წარმოება. უახლოეს წლებში ნომერ პირველი ამოცანა ქართული წარმოების აღორძინებისა და განვითარების პროცესში სამუშაო ადგილების შექმნა იქნება" - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)