2020-06-26 19:37:33, 2106 ნახვა
პოლიტიკა
გახარია ბოკერიას - ისტერიკის ხარისხი გემატებათ, მაგრამ დამშვიდდით, ნერვებს გაუფრთხილდით და დამელოდეთ
„მესმის, რომ არჩევნებთან რაც უფრო ახლოს მიდიხართ, ისტერიკის ხარისხი გემატებათ, მაგრამ დამშვიდდით, ნერვებს გაუფრთხილდით და დამელოდეთ“ , - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
ის პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას რეპლიკებს გამოეხმაურა.
„ადამიანურად მოგიწოდებთ, დამშვიდდით, დაწყნარდით, ნერვებს გაუფრთხილდით, წინ არჩევნებია, მესმის, რომ არჩევნებთან რაც უფრო ახლოს მიდიხართ, ისტერიკის ხარისხი გემატებათ, მაგრამ ხელებს ნუ იშვერთ, დამშვიდდით. კითხვას აქვს თავისი რიგი და მშვიდად დამელოდეთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ
ავტორი: ექსპრესნიუსი,