10:40 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-26 17:58:47, 1926 ნახვა

პოლიტიკა
წულუკიანი ბოკერიას - ბატონო გიგა, თქვენ ჩემს მონოლოგს ვერ აიტანთ, მიბრძანდით, ტელევიზორიდან უფრო ადვილად მომისმენთ

ბატონო გიგა თქვენ ჩემ მონოლოგს ვერ აიტანთ, მიბრძანდით და ტელევიზორიდან უფრო ადვილად მომისმენთ - ამის შესახებ, თეა წულუკიანმა განაცხადა. 
მან ასევე ხაზი გაუსვა, იმას, რომ აღნიშნულ საკითხზე მისი მინისტრის საათის განმავლობაში ისაუბრებს. 
"პირბადე მოვიხსენი, ჩემი სახე ახსენეს და მინდა ჩემი მწყაზარი სახე გაყურებინოთ, თქვენზე კარგად მოქმედებს ბატონო გიგა. 
მე ძალიან მიყვარს ადამიანები, უფრო მეტიც არამცთუ ადამიანები მიყვარს თქვენც კი მიყვარხართ და აქედან გამომდინარე მინდა ქართული კანონმდებლობის რამდენიმე ფუძემდებლური პრინციპი, რომელიც კანონმდებლობაშია გაწერილია, მათ შორის  იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებთან დაკავშირებით, მაგრამ ამას იმიტომ ვამბობ, რომ ჩემი ვალდებულებაა სერიოზულად გაგცეთ პასუხი, მაინც ვიტყვი, რადგან არ ვიცი რამდენად აქვს აზრი თქვენთან კანონებზე საუბარს, თქვენთან სადაც პოლიტიკურ ლიდერად ცნობილია ბატონი რურუა, რომელსაც დღეს მორიდებით ახსენებთ და აღარ არის ეს ადამიანი ციხეში თუ რატო აღარ ახსენებთ. ეს ხართ თქვენ, თქვენი ლიდერი რურუაა და საუბრობთ გაუგებარ თემებზე. 
ბატონო გიგა თქვენ ჩემ მონოლოგს ვერ აიტანთ, მიბრძანდით და ტელევიზორიდან უფრო ადვილად მომისმენთ. 
რაც შეეხება ნოტარიატს, არსებობს კანონი ნოტარიატის შესახებ სადაც წერია, რომ ნოტარიუსები ახორციელებენ სახელმწიფოებრივ უფლება მოსილებებს ეს არის კანონის ჩანაწერი. როდესაც მე მინისტრის საათში წარვსდგები მაშინ ვისაუბროთ ნებისმიერ ქეისზე, ეს არჩევნებამდე იქნება, მაგრამ  ერთს გეტყვით, სახელმწიფოებრივი უფლებამოსილებების განხორციელებისას იქვე წერია , კანონმდებლობაში აკრძალულია რაიმე ტიპის ნოტარიუსის ჩარევა პოლიტიკურ საქმიანობაში, ამიტომ იქნებ დაანებოთ ნოტარიუსების ჩარევას თავი, მათ შრის ამ ადამიანს. კოვიდის და პანდემიის პირობებში მოქმედებს ყველა ნოტარიუსისადმი დროებითი წესები და თუ ინსპექტირებისას აღმოჩნდა რომ დარღვევა რაიმე წესი შეუჩერდება დროებით ბიუროს საქმიანობის უფლება. შეეშვით ამ ამბის გაპოლიტიზირებას და ნუ აფიქრებინებთ საზოგადოებას, რომ ეს ადამიანი მთლად პოლიტიკურად ნეიტრალური არ არის და თქვენი აქტივისტია", - განაცხადა წულუკიანმა. 





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
17 მაისი ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა
მეუფე ზენონი: ეკლესიის პასუხისმგებლობაა, შეახსენოს ყველას, ძალაუფლება არ დგას კანონზე მაღლა
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics