09:36 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-26 14:12:13, 2025 ნახვა

პოლიტიკა
ბოკუჩავა გახარიას - მიუხედავად იმისა, რომ მოკლე მეხსიერება გაქვთ, პუტინის სახელით ჩადენილი დანაშაული არ შეგრჩებათ

მიუხედავად იმისა, რომ მოკლე მეხსიერება გაქვთ, პუტინის სახელით ჩადენილი დანაშაული არ შეგრჩებათ, - ასე მიმართა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, თინა ბოკუჩავამ პრემიერ-მინისტრ, გიორგი გახარიას, რომელიც პარლამენტში ყოველწლიურ ანგარიშს წარადგენს.

ბოკუჩავას თქმით, გარდა იმისა, რომ გახარია იპარავს ბიუჯეტიდან, ქართულ ჯიგრულ პონტში ხრავს კორუფციას, მერე ტრიბუნასთან დგას და თვითკმაყოფილებით პოზირებს.

„მაინტერესებს არის თუ არა თქვენთვის ცნობილი, რომ დღეს მოხდა ენმ-ს რეგიონული ოფისის დარბევა, ასე დაიწყეთ საარჩევნო კამპანია? მაინტერესებს, მოლოდინები რომ გვქონდეს, გვახსოვს ღარიბაშვილისეული საარჩევნო კამპანია, რომელიც ასე მიდიოდა, დარბევებით, მაინტერესებს ღარიბაშვილისგან ისწავლეთ ეს დარბევები და ასე აპირებთ წინასაარცევნო კამპანიის წარმოებას?როგორც ჩანს, სურვილი გაქვთ ღარიბაშვილთან ერთად, რომ ივანიშვილის წინააღმდეგ მოსალოდნელი სანქიების სიაში, არ გამოვრიცხავ პირადად თქვენც შეხვიდეთ, დიახ, იმიტომ რომ კონკრეტული დანაშაული მიგიძღვით თქვენ ხალხის წინაშე. გარდა იმისა, რომ იპარავთ ბიუჯეტიდან, ქართულ ჯიგრულ პონტში ხრავთ კორუფციას მერე კი, ტრიბუნასთან დგახართ და თვითკმაყოფილებით პოზირებთ, მაშინ, როდესაც ყოველი მეხუთე ბავშვი ქვეყანაში შიმშილობს და 69% მოსახლეობის სიღარიბის ზღვარზეა, ამის გარდა, ყველას ძალიან კარგად ახსოვს, ბატონო გახარია, რა ჩაიდინეთ გასულ ზაფხულს და მიუხედავად იმისა, რომ მოკლე მეხსიერება გაქვთ და არ გინდათ აღიაროთ თქვენი პასუხისმგებლობა, ისევე როგორც ის მოპარული მილიონები არ შერჩებათ თქვენს მინიტრებს, ისე არ შეგრჩებათ თქვენ, ბატონო გახარია კონკრეტული დანაშაული, პუტინის სახელით ჩადენილი დანაშაული ქრთველი ხალხის წინაშე, როდესაც ანტისაოკუპაციო აქცია სისასტიკით დაშალეთ 1 წლის წინ“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე ზენონი: ეკლესიის პასუხისმგებლობაა, შეახსენოს ყველას, ძალაუფლება არ დგას კანონზე მაღლა
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics