08:31 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-26 13:35:05, 2265 ნახვა

ეკონომიკა
ლევან კაკავა: მნიშვნელოვნად მარტივდება საგადასახადო აღრიცხვიანობის ადმინისტრირების პროცესები

,,საქართველოს მთავრობისა და ბიზნეს სექტორის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად მომზადებული ცვლილებების თანახმად, მნიშვნელოვნად მარტივდება საგადასახადო აღრიცხვიანობის ადმინისტრირების პროცესები, ბიზნესისთვის იზოგება დრო და მცირდება დანახარჯები“, - ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა განაცხადა.

როგორც მან განმარტა, სრულად უქმდება 100 ლარამდე ღირებულების დაზიანებული საქონლის ჩამოწერის საფასური, საზოგადოებრივი კვების ობიექტებს შეეძლებათ გამარტივებულად ჩამოწერონ დაზიანებული  საქონელი, ხოლო სავაჭრო ობიექტების მიერ სურსათის რეალიზაციით მიღებული შემოსავლის 1 %-ის  დანაკარგები აღარ დაიბეგრება გადასახადებით.

,,დადგენილი საფასურისგან გათავისუფლდა იმ განცხადებების განხილვა, რომლითაც მოთხოვნილია არაარსებითი ღირებულების დაზიანებული/გაფუჭებული საქონლის ჩამოწერა. ამასთან, დაზიანებული საქონლის შენახვა დაკავშირებულია გარკვეულ დანახარჯებთან. კერძოდ, სხვადასხვა საზოგადოებრივი კვების ობიექტებს, ყოველდღიურად უფიქსირდებათ დაზიანებული საქონელი და ჩამოწერის პროცედურების სირთულის გამო, უწევთ ამ საქონლის რეალიზაციაში ასახვა და შესაბამისად, დაბეგვრა. მომზადებული ცვლილებების თანახმად, კვების ობიექტებს, რომლებსაც აქვთ მოწესრიგებული ბუღალტრული აღრიცხვა, ასევე, არ არიან დაჯარიმებული საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობისთვის, სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებისთვის და ა.შ.  შეეძლებათ გამარტივებულად (თვეში ერთი ანგარიშგებით), საგადასახადო ორგანოს მხრიდან ადგილზე გასვლის, დათვალიერების და საფასურის გადახდის გარეშე, ჩამოწერონ გასული თვის განმავლობაში დაზიანებული/გაფუჭებული საქონელი“, - აღნიშნა შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა.

ლევან კაკავამ, მადლობა გადაუხადა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს,  რომლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ  ცვლილებების შექმნაში და აღნიშნა, რომ მათთან კომუნიკაცია მომავალშიც გაგრძელდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics