|
2020-06-26 12:11:11, 2013 ნახვა
ეკონომიკა
მახუნცეთის ჩანჩქერი 57 მეტრი - აჭარაში ტურისტული პოტენციალის კვლევა გრძელდება
მახუნცეთის, მეძიბნას, წონიარისისა და მერისის ჩანჩქერები იმ 15-მდე ჩანჩქერს შორისაა, რომელთა შესწავლა-გაზომვაც ქედისა და ხელვაჩაურის ტურისტული პოტენციალის კვლევისას განხორციელდა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ კვლევის პროცესში 40-მდე სოფლის ტურისტული შესაძლებლობა შეისწავლა, რომლის დროსაც ტურისტებისა და ადგილობრივებისთვის ნაკლებად ცნობილი სალაშქრო ბილიკები, ჩანჩქერები თუ ტურისტული ღირსშესანიშნაობი შეფასდა. ორთვიანი კვლევისას მუნიციპალიტეტებში აგროტურიზმის, კულტურული ტურიზმის, სათავგადასავლო ტურიზმის, კანიონგის განვითარებისთვის საჭირო ტურისტული შესაძლებლობები გამოიკვეთა, რომლის საფუძველზეც სააგენტო ახალი ტურისტული მარშრუტების მარკირებასა და მარშრუტის რუკების მომზადებას გეგმავს. ქედაში ტურისტული პოტენციალის კვლევის, მათ შორის ჩანჩქერების გაზომვის პროცესს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ლელა გოგუაძეც დაესწრო. მან ადგილობრივებთან, მოლაშქრეთა ფედერაციისა და ქედის მერიის წარმომადგენლებთან ერთად სოფელი მახუნცეთი და მერისის ხეობა მოინახულა. „მნიშვნელოვანია, რომ ყველა დაინტერესებულ პირს ჰქონდეს სწორი მონაცემები აჭარაში არსებული ტურისტული ღირსშესანიშნაობების, მათ შორის ჩანჩქერების შესახებ. მაგალითად, დღემდე გიდებსა და ადგილობრივებს შორის სადაო გახლდათ მახუნცეთის ჩანჩქერის ზომა, რომელიც როგორც გაზომვისას დადგინდა 57 მეტრია. კვლევის პროცესში ასევე, გამოვლინდა ნაკლებად ცნობილი, ტურისტულად მიმზიდველი ადგილები ორივე მუნიციპალიტეტში, მათ შორის სოფელი კაპნისთავი, ძეწმანის, წონიარისისა და მეძიბნას ჩანჩქერები, საპიკნიკე ადგილები მერისსა და სოფელ ბზუბზუში. კვლევაზე დაყრდნობით ჩვენ ვგეგმავთ ახალი ტურისტული მარშრუტების შექმნასა და მარკირებას, რაც სამომავლოდ ტურისტებს ქედისა და ხელვაჩაურის ცნობილი თუ უცნობი ტურისტული ადგილების აღმოჩენაში დაეხმარებათ“, - აღნიშნა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა ლელა გოგუაძემ.
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
ვოლსკი - ელენე ხოშტარიას პატარაობიდან ვიცნობ - მტკივა ეგ ამბავი, მაგრამ ასე ეტლში ჩამჯდარი სააკაშვილიც ვიხილეთ
განათლების შესაძლებლობა მომავალი არქიტექტორებისთვის - საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)