01:58 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-25 12:35:07, 1724 ნახვა

საზოგადოება
თამარაშვილის გამზირზე წაქცეულ ხესთან დაკავშირებით პირველადი დათვალიერება ჩატარდა

თამარაშვილის გამზირზე წაქცეულ ხესთან დაკავშირებით პირველადი დათვალიერება ჩატარდა. ადგილზე თბილისის მერის მოადგილეები მაია ბითაძე და ირაკლი ბენდელიანი, ეროვნული ბოტანიკური ბაღის ექსპერტებთან ერთად მივიდნენ.

თბილისის მერის მოადგილის, მაია ბითაძის განცხადებით, პირველადი დათვალიერების შედეგად გამოვლინდა, რომ თამარაშვილის გამზირზე წაქცეულ ხეს, წლების განმავლობაში სხვადასხვა სარეაბილიტაციო სამუშაოს დროს ფესვთა სისტემა უზიანდებოდა, რამაც ხის ადგილიდან დაძვრა გამოიწვია.

„პირველადი დათვალიერებით, რომელსაც, ბუნებრივია შემდგომი კვლევა სჭირდება, რაზეც უკვე დაწყებულია მუშაობა, ჩვენი და დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ, სავარაუდოდ ხე, რომელიც საკმაოდ ხნოვანია, დაახლოებით 60 წლის არის.  წლების განმავლობაში მას სხვადასხვა სარეაბილიტაციო სამუშაოს დროს უზიანდებოდა ფესვთა სისტემა და ის ემყარებოდა  ერთადერთ ცოცხალ ფესვს , რომლის ქვეშ მიწის გამოცლის შედეგად მოხდა ხის  ადგილიდან დაძვრა. ასევე, ხეს გულში  შეენიშნება ლპობის ნიშნები, რაც დასტურია იმისა, რომ წლების განმავლობაში სხვადასხვა სარეაბილიტაციო სამუშაოს დროს მას უზიანდებოდა ფესვები“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

თამარაშვილის გამზირზე ჭადრის ხის წაქცევასთან დაკავშირებით, თბილისის მერიისა და დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ დამატებითი კვლევები ჩატარდება. თბილისის მერის მოადგილის მაია ბითაძის განცხადებით, დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში შესაბამისი ზომები იქნება მიღებული.

ადგილზე გარემოს დაცვის საქალაქო  სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი და საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ხელმძღვანელი თამაზ დარჩიძე იმყოფებოდნენ .





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„არსენალი“ 22 წლის შემდეგ პირველად გახდა ინგლისის ჩემპიონი
ევროპული დაზვერვა: ჩინეთმა რუსი ჯარისკაცების საიდუმლოდ მომზადება დაიწყო უკრაინაში ომისთვის
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics