10:24 - 10 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-25 11:19:57, 1891 ნახვა

საზოგადოება
ქალაქ ზუგდიდის ქუჩების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, მთავრობის განკარგულებით, ქალაქ ზუგდიდში ადგილობრივი მნიშვნელობის ქუჩების რეაბილიტაციას ახორციელებს. უკვე დასრულდა 2 ქუჩის რეაბილიტაცია, სამუშაოები პარალელურ რეჟიმში 9 ქუჩაზე მიმდინარეობს და კიდევ იგეგმება 36 ქუჩის რეაბილიტაცია. 
ზუგდიდის ქუჩების საავტომობილო გზის მონაკვეთები იმდენად ამორტიზებულია, რომ ფაქტობრივად აღარ არსებობს საავტომობილო გზის საფარი. ქუჩებზე გადაადგილება სირთულეებს ქმნის როგორც უნალექო ამინდში დამტვერიანების გამო, ისე  ნალექიანი ამინდების დროს, როდესაც მათზე გადაადგილება განსაკუთრებით რთულდება.   
პრობლემის მოსაგვარებლად ზუგდიდში სრულად მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა და საინიაღვრე სისტემები, გაკეთდება მიერთებები, მოეწყობა ადგილობრივი და ეზოში შესასვლელები, ბორდიურები და ტროტუარები.
მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების ფარგლებში, ქალაქ ზუგდიდში ჯამში 47 ქუჩაზე მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა. მათ შორის, რებილიტირდება ზუგდიდის ცენტრალური - შოთა რუსთაველის, სოხუმისა და  აღმაშენებელის ქუჩები.
ზუგდიდის ქუჩების რეაბილიტაციის ეტაპობრივად, წლის ბოლომდე დასრულდება. 
 ქუჩების რეაბილიტაციას 52 მილიონ ლარამდე მოხმარდება. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
როიტერი: რუსეთმა და უკრაინამ პირადად გამოხატეს მზადყოფნა ტერიტორიული გაცვლისთვის
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics