09:36 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-25 10:06:34, 1385 ნახვა

პოლიტიკა
ჭიჭინაძე - როგოც ჩანს, „ქართული ოცნება“ ორ კანდიდატს დამიყენებს და აქიდან ერთი გიორგი ვაშაძეა

„როგოც ჩანს „ქართული ოცნება“ ორ კანდიდატს დამიყენებს და აქიდან ერთი გიორგი ვაშაძეა“, - ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

ჭიჭინაძე განმარტავს, რომ გიორგი ვაშაძის პირადი ურთიერთობები ხელისუფლების უახლოეს კარზე არავისთვის საიდუმლო არ არის.

„როდესაც ადამიანს პრეტენზია აქვს პრემიერობაზე, როგორც მინიმუმ საკუთარი ამომრჩეველი უნდა ყავდეს და მხოლოდ სხვადასხვა იდეოლოგიის დეპუტატების მხარდაჭერის იმედად არ უნდა იყოს...

  „ქართულ ოცნებას“  რაც ეხება, რაც არ უნდა თვალონ, გაყონ, დააჯამონ, მექანიზმი არ არსებობს, რომლითაც  ისინი ხელისუფლებაში დარჩებიან.

ჯერ ერთი, ივანიშვილის გარემოცვა, რომელსაც ფინანსური მაქინაციების, ქვეყნის ძარცვის მეტი არაფერი გაუკეთებია.

და მეორე, თავად ივანიშვილი, რომელიც თავადვე გახდა  არა მარტო მისი გარემოცვის, არამედ  იმ ერთმანეთთან დაპირისპირების პოლიტიკის და შიდა ინტრიგების მძევალი,  რომელსაც რვა წელია ატარებს.

ეს მაინც ვიცი ზუსტად, როგორ ხდება „ყურზე ჯდომა“, გაუთავებელი „ინფორმირება“ და შემდეგ გადაწყვეტილებების მიღება.

მოკლედ, სამართლიანობის ნატამალი  არ არსებობს იმ გარემოცვაში და ეს ფაქტია.

მაგრამ  სადაც სამართლიანობა არ არის, იქ ზნეობაც არ არსებობს.

ხოლო,  სადაც ზნეობა არ არის, იქ გამარჯვება გამორიცხულია!“ - აცხადებს ჭიჭინაძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე ზენონი: ეკლესიის პასუხისმგებლობაა, შეახსენოს ყველას, ძალაუფლება არ დგას კანონზე მაღლა
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics