01:58 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-24 17:56:07, 1776 ნახვა

საზოგადოება
ბეთანიაში თამარ მეფისა და სალბიერის ქუჩების რეაბილიტაცია დაიწყო

ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ბეთანიაში თამარ მეფისა და სალბიერის ქუჩების რეაბილიტაცია დაიწყო. თამარ მეფის ქუჩაზე გზის საფარის განახლება მოხდება, სალბიერის ქუჩაზე კი, სადაც გრუნტის გზაა, მოეწყობა საფუძველი და პირველად დაიგება ასფალტი.

პროექტის თანახმად, საერთო ჯამში, 12 740 მ2  ფართობის გზა მოეწყობა.

გზის რეაბილიტაციის პროცესს ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე გაეცნო და მოსახლეობას შეხვდა.

„დავიწყეთ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება - თამარ მეფისა და სალბიერის ქუჩების მოწყობა, რაც ადგილობრივი მცხოვრებლების და დამსვენებლების დიდი ხნის თხოვნა იყო. ბეთანიაში ასფალტის საფარი რამდენიმე ქუჩაზე გასულ წელს უკვე დავაგეთ. უახლოეს ორ თვეში აღნიშნული ორი ქუჩაც მოწესრიგდება, რაც ბეთანიაში კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილების პირობებს გააუმჯობესებს“ , - განაცხადა ნოდარ ტურძელაძემ.  

აღნიშნული ქუჩების მოწყობის სამუშაოების ღირებულება 693 754 ლარს შეადგენს.  





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„არსენალი“ 22 წლის შემდეგ პირველად გახდა ინგლისის ჩემპიონი
ევროპული დაზვერვა: ჩინეთმა რუსი ჯარისკაცების საიდუმლოდ მომზადება დაიწყო უკრაინაში ომისთვის
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics