01:58 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-24 15:07:54, 1600 ნახვა

საზოგადოება
გლდანისა და ნაძალადევის რაიონებში მცხოვრებ 18 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადაეცა

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ გლდანისა და ნაძალადევის რაიონებში მცხოვრებ 18 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები გადასცა.

თბილისის მერის თქმით, ამ საცხოვრებელ ფართებში მცხოვრები ოჯახები ბინების დაკანონებას წლების განმავლობაში ვერ ახერხებდნენ.

“ეს ის ფართებია, სადაც ეს ადამიანები წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ. მთელი ამ ხნის განმავლობაში ისინი ვერ ახერხებდნენ ბინების დაკანონებას. 2017 წელს, ჯერ კიდევ  ადგილობრივი თვითმმართველობის წინასაარჩევნო პერიოდში ჩვენ დავპირდით მოსახლეობას, რომ შევქმნიდით სპეციალურ პროგრამას და პროექტის სახით განვახორციელებდით ამ ფართების დაკანონებას. სწორედ ამ პროექტის თანახმად  გადაეცათ დღეს  ამ ოჯახებს  საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად. ჩვენ გავაგრძელებთ აღნიშნულ პროექტს. მივმართავ ყველა იმ ოჯახს, ვისაც ანალოგიური პრობლემა აწუხებს, მიმართოს ადგილობრივი რაიონის გამგეობას, სადაც მათ აუხსნიან, ზუსტად რა საბუთები უნდა წარმოადგინონ  ბინების დასაკანონებლად“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის ინიციატივით, იმ მოქალაქეებს, რომლებსაც წლების განმავლობაში საცხოვრებელი ფართების დაკანონების პრობლემა აწუხებდათ, ფართები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცემათ.

პროექტის ფარგლებში, საცხოვრებელი ფართები უკვე 900-მდე ოჯახს დაუკანონდა. მუნიციპალიტეტის მერიაში დაკანონების მსურველთა ასობით განაცხადია შესული, რომელთა განხილვა და დაკმაყოფილება ეტაპობრივად მიმდინარეობს.

ღონისძიებას თბილისის მერთან ერთად, ქონების მართვის სააგენტოს უფროსი, ირაკლი თავართქილაძე, ნაძალადევისა და გლდანის რაიონების გამგებლები - ირაკლი ხელაძე და ბექა მიქაუტაძე, ასევე, დედაქალაქის საკრებულოსა და საქართველოს პარლამენტის დეპუტატები ესწრებოდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„არსენალი“ 22 წლის შემდეგ პირველად გახდა ინგლისის ჩემპიონი
ევროპული დაზვერვა: ჩინეთმა რუსი ჯარისკაცების საიდუმლოდ მომზადება დაიწყო უკრაინაში ომისთვის
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics