2020-06-24 12:13:06, 1562 ნახვა
საზოგადოება
გარდაცვლილ ფეხბურთელს, გიორგი შაქარაშვილს სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა
დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტის ცენტრ „ვექტორის“ დირექტორის, ალქესანდრე გეჯაძის განცხადებით, გარდაცვლილ ფეხბურთელს, გიორგი შაქარაშვილს სხეულზე მრავლობითი დაზიანება აღენიშნება.
„ცალსახად დგინდება, რომ სხეულზე გარეგნულად აღენიშნება მრავლობითი დაზიანებები. კერძოდ, ბლაგვი ტრავმის სახით როგორც თავის, ასევე სახისა და სხეულის სხვადასხვა მიდამოში“, - განაცხადა გეჯაძემ.
შეგახსენებთ, რომ 4 დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 22 ივნისს წყალში იპოვეს. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან