08:31 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-24 00:01:51, 1585 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - „ნაციონალური მოძრაობა“ და „ეროპული საქართველო“ რეალურად ანტიდასავლური პოლიტიკური ძალა არიან

„ნაციონალური მოძრაობა“ და  „ეროპული საქართველო“ რეალურად  ანტიდასავლური პოლიტიკური ძალა არიან , - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში  განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ „ევროპული საქართველოს“ ქცევა იყო არათანმიმდევრულობის გამოვლენა.

„ელჩებმა, ჯერ კიდევ პირველ კენჭისყრამდე, მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად მოუწოდეს ყველა პოლიტიკურ პარტიას მხარი დაეჭირათ საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის. თქვენ ნახეთ, პირველი მოსმენის დროს ერთ-ერთმა რადიკალურმა პარტიამ - „ევროპულმა საქართველომ" მონაწილეობა მიიღო კენჭისყრაში. ამით სანახევროდ შეასრულეს ელჩების მხრიდან გაკეთებული მოწოდება, თუმცა დღეს არც „ნაციონალურმა მოძრაობამ" და არც „ევროპულმა საქართველომ" არ მიიღო მონაწილეობა კენჭისყრაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი არად დაგიდებენ ელჩების ასეთ მოწოდებას.

 

მათ აქვთ ერთადერთი ინტერესი - განახორციელონ საკუთარი სუბიექტური პოლიტიკური ზრახვები და ამისთვის მზად არიან ნებისმიერი უპრინციპო ნაბიჯისთვის. დღევანდელ კენჭისყრაში არ მონაწილეობაც იყო უპრინციპობის და ასევე, არათანმიმდევრულობის კიდევ ერთი გამოვლინება. ჯერ მოდიან პირველ მოსმენაზე და არ მოდიან მეორე მოსმენაზე. ეს მათ აგდებთ აბსოლუტურად კომიკურ ვითარებაში, გამომდინარე იქიდან, რომ არათანმიმდევრულობაზეც მეტყველებს ასეთი ცვალებადობა მათი ნაბიჯების. ანუ ერთი, რომ ისინი მიდიან ელჩების წინააღმდეგ, რაც, ბუნებრივია, სათანადო რეაგირებას პოვებს ელჩების მხრიდან, დასავლეთის მხრიდან და მეორე, ისინი გამოირჩევიან სრული არათანმიმდევრულობით, რაც, ბუნებრივია, დამატებით აზიანებს მათ ისედაც შელახულ იმიჯს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.​





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე ზენონი: ეკლესიის პასუხისმგებლობაა, შეახსენოს ყველას, ძალაუფლება არ დგას კანონზე მაღლა
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics