08:31 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-23 13:21:35, 1518 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე - რადიკალურ ოპოზიციას დაახლოებით, 1 საათი აქვს, რათა გადაწყვეტილება შეცვალონ და მხარი დაუჭირონ საკონსტიტუციო ცვლილებებს

რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს, დაახლოებით, 1 საათი იმისთვის, რომ შეცვალონ გადაწყვეტილება და მხარი დაუჭირო საკონსტიტუციო ცვლილებებს, - ამის შესახებ პარლამენტის ტავმჯდომარის მოადგილემ და საპარლამენტო უმრავლეობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მდინარაძე - რადიკალურ ოპოზიციას დაახლოებით, 1 საათი აქვს, რათა გადაწყვეტილება შეცვალონ და მხარი დაუჭირონ საკონსტიტუციო ცვლილებებს

მისივე თქმით, დღესაც, კონცენტრირება მთავარ საკითხზე, რომელსაც ჰქვია საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით მიღება არის იმდენად პრიორიტეტული, იმდენად მნიშვნელოვანი, რომ ყველა დანარჩენი საკითხი შეიძლება მეორეხარისხოვნადაც კი შეიძლება მივიჩნიოთ.

„ბოლო დღეების განმავლობაში, იმ მთავარ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც არის ვნებათაღელვის საგანი და რომელზეც ვკონცენტრირდებით ბოლო 3 კვირის განმავლობაში, ბევრი განცხადება ვნახეთ, მათ შორის, შეიძლება ვთქვათ, ტოპ ათეულში პირველ ადგილზე იყო ერთ-ერთი პოლიტიკური ძალის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ გადავარჩინეთ საკონსტიტუციო ცვლილებებიო, როდესაც მათ გარეშეც, მაგალითად იმ დღეს ვნახეთ, რომ 116 ხმა ჰქონდა. თუმცა ეს დღეს მეორეხარისხოვანია. მე ვფიქრობ, რომ დღესაც კონცენტრირება მთავარ საკითხზე, რომელსაც ჰქვია საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით მიღება, არის იმდენად პრიორიტეტული, იმდენად მნიშვნელოვანი, რომ ყველა დანარჩენი საკითხი შეიძლება მეორეხარისხოვანადაც კი მივიჩნიოთ, ამიტომ დღეს უმრავლესობის წარმომადგენლები უარს ვამბობთ კონკრეტული პოლიტიკური განცხადებების გაკეთებაზე. მხოლოდ და მხოლოდ ერთ მოწოდებას შევუერთდები, რომ კიდევ აქვთ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს, დაახლოებით, 1 საათი იმისთვის, რომ შეცვალონ გადაწყვეტილება და მხარი დაუჭირო საკონსტიტუციო ცვლილებებს. ეს იქნება კიდევ უფრო ფართო კონსენსუსი, თუმცა ყველა ვხედავთ, რომ ამის გარეშეც საკონსტიტუციო ცვლილებებს აქვს მაქსიმალური მხარდაჭერა მათ გარდა და დარწუნებული ვარ, იმავე რაოდენობის დეპუტატების მხარდაჭერით გავა. მას არანაირი პრობლემა არ შეექმნება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე ზენონი: ეკლესიის პასუხისმგებლობაა, შეახსენოს ყველას, ძალაუფლება არ დგას კანონზე მაღლა
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics