08:28 - 09 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-23 12:15:01, 1622 ნახვა

პოლიტიკა
ვოლსკი - როდესაც ამბობ, რომ მხარს არ უჭერ საკონსტიტუციო ცვლილებას, „ნაცმოძრაობის“ თამაშს თამაშობ

„ვინც დღეს ამბობს, რომ მხარს არ უჭერ საკონსტიტუციო ცვლილებას, ის „ნაციონალური მოძრაობის“ თამაშს თამაშობს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გია ვოლსკიმ „პოსტივი“-ს ეთერში განაცხადა.

როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, ზოგიერთი დეპუტატის პოზიცია მისთვის აუხსნელია.

ჩემთვის აუხსნელია მაგალითად ერქვანიას პოზიცია. ის ამბობს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხი ამერიკელებთან გადაწყდა სადილზე და ამიტომ მხარს არ დაუჭერს მას.  ნუთუ ეს მყარი მიზეზია იმისა, რომ ნაციონალების წისქვილზე დაასხა წყალი.  სხვებზე არ ვლაპარაკობ, მესმის რაც არის. როდესაც კვიციანი ამბობს, რომ მხარს იმიტომ არ უჭერს საარჩევნო რეფორმას, რომ სურს მთელი საქართველო დაავალდებულოს  საარჩევნო ყუთთან მივიდეს, გაუგებარია. რატომ აკავშირებს ის ამ ორ საკითხს. ესეც  არის ის, რომ „ნაცმოძრაობის“ თამაში ითამაშო“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

მისი თქმით, ოპოზიციის რიტორიკა მათი ცუდი საარჩევნო პერსპექტივითაა გამოწვეული.

„ოპოზიციისთვის  არჩევნების პერსპექტივა ძალიან ცუდად გამოიყურება, ჩვენ გვეუბნებიან, რომ თითქოს გვინდა არჩევნების გადადება, სინამდვილეში თვითონ უნდათ, უნდათ რომ უფრო დამძიმდეს ვითარება, ნეგატივი უნდათ, უნდათ საავადმყოფოები გადაივსოს“, განაცხადა გია ვოლსკიმ.​





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპელები აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში მიიღებენ მონაწილეობას
მოსკოვის რეგიონში გაყიდვების მხრივ სიდიდით მეორე ბენზინგასამართი სადგურების ქსელმა ფუნქციონირება შეწყვიტა
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics