08:31 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-22 17:41:44, 1326 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - „ნაციონალურ მოძრაობას“ დღემდე ვერ გაუგია რა არის ხელისუფლების დანაწილება და რა არის სამართლებრივი სახელმწიფო

„ნაციონალურ მოძრაობას“ დღემდე ვერ გაუგია რა არის ხელისუფლების დანაწილება და რა არის სამართლებრივი სახელმწიფო , - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში  განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ  გიორგი რურუა საერთაშორისო ინსტიტუტებმა უკეთ იციან ვინ არის.

„გიორგი რურუას გათავისუფლება არ არის ჩვენს ხელში. ეს სასამართლოს გადაწყვეტილებების სფეროა. საქართველოში მხოლოდ სასამართლოს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ვინმეს დაპატიმრების ან პატიმრობიდან გათავისუფლების თაობაზე. აქედან გამომდინარე, როდესაც რადიკალური ოპოზიცია რურუას გათავისუფლების თაობაზე საკითხს აყენებს, ადრესატი არ შეიძლება იყოს მმართველი პარტია. ამ ყველაფრით ისინი კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ მათ დღემდე ვერ გაუგიათ რა არის ხელისუფლების დანაწილება და რა არის სამართლებრივი სახელმწიფო. თუ მათ მიაჩნიათ, რომ არსებობს პატიმრის გათავისუფლების საფუძველი, ამ შემთხვევაში ადრესატი არის სასამართლო და ეს მათ უნდა შეიგნონ.

ტერმინი „პოლიტპატიმარი" რამდენიმე ცალკეული პოლიტიკოსების განცხადებაში გაჩნდა, მაგრამ როდესაც ინსტიტუტები აკეთებენ  საკუთარ განცხადებებს, როგორიცაა იგივე სახელმწიფო დეპარტამენტი, რომელიმე ევროპული ინსტიტუტი და სხვა, ისინი სხვაგვარად ეკიდებიან საკუთარ განცხადებებს და ნებისმიერი ასეთი განცხადება ბევრად უფრო რთულ გადამოწმების პროცესს გადის, რაც ცალკეული პოლიტიკოსების შემთხვევაში არ ხდება. შესაბამისად, საერთაშორისო ინსტიტუტები ზუსტად იმ პოზიციას აფიქსირებენ, რაც სინამდვილეს შეესაბამება. საერთაშორისო ინსტიტუტებმა ძალიან კარგად იციან ვინ არის გიორგი რურუა და ვინ არ არის გიორგი რურუა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.​





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე ზენონი: ეკლესიის პასუხისმგებლობაა, შეახსენოს ყველას, ძალაუფლება არ დგას კანონზე მაღლა
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics