|
2020-06-22 16:04:48, 1492 ნახვა
პოლიტიკა
საპარლამენტო არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩასატარებლად „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებათა პაკეტის ინიცირება მოხდება
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებათა პაკეტის ინიცირება მოხდება, რომელიც ეუთო/ოდირის რეკომენდაციებზეა დაფუძნებული. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, დღის წესრიგში დგება ისეთი საკითხები, როგორიცაა, მაგალითად, როგორ უნდა იყოს უზრუნველყოფილი კარანტინში მყოფი პირების მიერ ხმის მიცემის უფლება, რა წესები უნდა იყოს დაცული საარჩევნო უბანზე და სხვა. „მოხდება „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებათა პაკეტის ინიცირება, რომელიც დაფუძნებულია ეუთო/ოდირის რეკომენდაციებზე. დღეს ჩვენ გვქონდა 3-საათიანი სამუშაო შეხვედრა არასამთავრობო სექტორთან, პოლიტიკურ პარტიებთან, მთავრობასთან და ჯანდაცვის შესაბამის სამსახურებთან არჩევნების დროს კოვიდის ინფექციის და უსაფრთხოების საკითხებზე. განვიხილეთ ის თემები, რომელიც დგება დღის წესრიგში. მაგალითად, როგორ უნდა იყოს უზრულველყოფილი კარანტინში მყოფი პირების მიერ ხმის მიცემის უფლება, რა წესები უნდა იყოს დაცული საარჩევნო უბანზე - პირბადის გამოყენება, ხელების დამუშავება თუ სხვა უსაფრთხოების ზომები. ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო, გამოიკვეთა ის ძირითადი საკითხები, რომელთა ასახვაც პრინციპში, ჩვენ მოგვიწევს კანონმდებლობაში. ეს ხელს შეუწყობს უსაფრთხო გარემოში არჩევნების ჩატარებას. საწყის ეტაპზე გამოჩნდა თანამშრომლობის სურვილი და პრაქტიკულად ყველა მხარე იზიარებს ამ პრობლემებს და მისი გადაჭრის პრინციპებს. ამიტომ, ჩვენ ამ რეგულაციებით კიდევ ერთხელ გავამყარებთ ჩვენი საარჩევნო პროცესის უსაფრთხოებას, მის დაცულობას და ჩატარებას თავისუფალ გარემოში. ეს რეგულაციები იქნება იმდენად მინიმალური, რამდენადაც ის უზრუნველყოფს ერთი მხრივ, დაცვას და მეორე მხრივ, არ შეზღუდავს საარჩევნო უფლებების განხორციელებას. ამისთვის ემზადება საარჩევნო ადმინისტრაცია, ამისთვის ემზადება მთავრობა და რა თქმა უნდა, ჩვენც, საქართველოს პარლამენტი მოვახდენთ ამის საკანონმდებლო უზრუნველყოფას“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მეუფე ზენონი: ეკლესიის პასუხისმგებლობაა, შეახსენოს ყველას, ძალაუფლება არ დგას კანონზე მაღლა
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)