10:20 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-22 11:08:05, 15862 ნახვა

ომი უკრაინაში
საქართველოში კოვიდ19-ით ინფიცირების ორივე ახალი შემთხვევა საკარანტინე სივრციდანაა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, რომ საქართველოში კოვიდ19-ით ინფიცირების ორივე ახალი შემთხვევა საკარანტინე სივრციდანაა.

მისი თქმით, ბოლო ორი დღის განმავლობაში იყო 8 ახალი შემთხვევა, აქედან ერთი იყო მარნეულიდან, ერთი ბოლნისიდან, დანარჩენი ექვსი კი იმპორტირებული შემთხვევები იყო.

„დღევანდელი მონაცემებით გვაქვს 908 დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელებული არის 761. ამ ეტაპზე კოვიდ ცენტრებში მკურნალობს 133 დადასტურებული შემთხვევა. ეს ორი ახალი შემთხვევა არის შემოტანილი საკარანტინე სივრციდან.

ორი დღის განმავლობაში იყოს სულ 8 ახალი ინფიცირების შემთხვევა. აქედან ერთი იყო ბოლნისიდან, ერთი მარნეულიდან და დანარჩენი ექვსი იყო შემოტანილი შემთხვევა, ანუ ყველას ინფიცირების წყარო ცნობილია“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინმა „აღდგომის ზავი“ გამოაცხადა
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics