08:16 - 09 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-21 14:27:56, 1759 ნახვა

პოლიტიკა
ჭიჭინაძე - ჩემი მხარდაჭერა საკონსტიტუციო ცვლილებებს არ ექნება

ჩემი მხარდაჭერა საკონსტიტუციო ცვლილებებს არ ექნება , - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ ეს ქმედება მისთვის გაუგებარია, თუ მმართველი პარტია ამგვარად ფიქრობდა მაშინ 2017 წლის არჩევნები ტყუილად ჩატარდა.

„ჩემი მხარდაჭერა საკონსტიტუციო ცვლილებებს არ ექნება. ჯერ ერთი გაუგებარია როგორ უნდა აჯობოს 30 მაჟორიტარმა 73 მაჟორიტარს ხალხის მსახურებაში?   და მეორე, აბსოლუტურად მიუღებელია ის „ვაჭრობა“, რასაც ამ თემის გარშემო ბოლო თვეებია ვაკვირდებით.

2019 წლის 20 ივნისის შემდეგ, გადაწყვეტილება, რომ ქვეყანა პროპორციულ სისტემაზე გადავიდოდა, გასაგებიც იყო და აუცილებელიც! მაგრამ ეს რაღაც შუალედური არგუმენტები, დაუსრულებელი ვაჭრობა, სრულიად გაუგებარია. თანაც რა გამოდის, მთელი ამდენი ე.წ. ცვლილება, რომლითაც ასე ამაყობდა „ქართული ოცნება“,  თუნდაც 2017 წლის ცვლილებები, ტყუილა ჩატარდა? როდის ვიტყუებოდით, მაშინ, თუ ახლა?!

მოკლედ, ჩემი რწმენით, ყველა ცვლილება უკეთესობას, ხალხის პირობების გაუმჯობესებას უნდა ემსახურებოდეს, პოლიტიკოსების ვაჭრობის თემა კი არ უნდა გახდეს და  მათთვის ადგილების მიღების გარანტი.

ამიტომ არ ვუჭერ ამ ცვლილებებს მხარს.“ -აცხადებს დავით ჭიჭინაძე





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპელები აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში მიიღებენ მონაწილეობას
მოსკოვის რეგიონში გაყიდვების მხრივ სიდიდით მეორე ბენზინგასამართი სადგურების ქსელმა ფუნქციონირება შეწყვიტა
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics