07:36 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-21 14:14:20, 1601 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - მე-9 მოწვევის პარლამენტმა გაატარა ფუნდამენტური საკონსტიტუციო რეფორმა

„მე-9 მოწვევის პარლამენტმა გაატარა ფუნდამენტური საკონსტიტუციო რეფორმა. ჩვენ მივიღეთ კონსტიტუციის ახალი რედაქცია, რომლითაც დადგინდა ევროპული ტიპის კლასიკური საპარლამენტო მმართველობის სისტემა და სწორედ ამ რეფორმის ფარგლებში მივიღეთ პრინციპული გადაწყვეტილება სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით", - განაცხადა პარლამენტის წევრმა, ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროეტქის წარდგენისას.

მისი თქმით, ახალი  კონსტიტუცია უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის გრძლვადიან დემოკრატიულ, სტაბილურ განვითარებას. მისივე თქმით, წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებში ცვლილებების შეტანას.

„საუბარია ერთჯერად რეგულაციაზე, რომელიც იმოქმედებს შემდეგი მოწვევის პარლამენტის ასარჩევად. ერთჯერადად არის დადგენილი შერეული საარჩევნო სისტემა ახალი პროპორციით და გადანაწილებით  - 120/30-ზე", - განმარტა მომხსენებელმა.

მისი თქმით,  აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მიღწეული იქნა შეთანხმება პოლიტიკურ პარტიებს შორის საერთაშორისო პარტნიორების თანდასწრებით. მისივე განცხადებით, კანონპროექტით   პოლიტიკური პარტიებისთვის  დადგენილია 1%-იანი საარჩევნო ბარიერი, ასევე დადგენილია დიფერენცირებული ბარიერი საარჩევნო ბლოკებისთვის: რამდენი პარტიაც შედის საარჩევნო ბლოკში, იმდენი პროცენტის აღება სჭირდება ბლოკს იმისთვის, რომ ბარიერი გადალახოს და მანდატები მოიპოვოს.

„დადგენილია ფორმულა, რომლის მიხედვითაც მანდატები დანაწილედება თითოეულ პოლიტიკურ პარტიაზე. ეს ფორმულა შეესაბამება კონსტიტუციის ძირითად დებულებებში ასახულ ფორმულას. გაუნაწილებელი მანდატები (ასეთი შეიძლება დარჩეს 1-2)  გადანაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებსაც უდიდესი ნაშთი აქვთ მიღებული", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისი ინფორმაციით, დადგენილია ე. წ. ჩამკეტი მექანიზმი, რომლის მიხედვითაც, პარტიის მიერ მიღებული მანდატების პროცენტული წილი არ უნდა  აღემატებოდეს მის მიერ მიღებული ხმების პროცენტული წილისა და ამ წილის ¼-ის ჯამს. მისივე თქმით, დადგენილია ასევე 30 მაჟორიტარული საარჩევნო ბლოკი. აქედან თბილისში  შექმნილია 8 ოლქი.  ერთი რაიონი არის 1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი. გამონაკლისებია მთაწმინდა-კრწანისი და დიდუბე-ჩუღურეთი, რომლებიც წარმოდგენილია ერთმანდატიან მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქად. ირაკლი კობახიძის განმარტებით, აღმოსავლეთ საქართველოში შექმნილია 10  , ხოლო დასავლეთ საქართველოში - 12 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.

„ოლქების გადანაწილება ეფუძნება ევროპის საბჭოს რეკომენდაციას, რომლის თანახმად, გადახრა არ უნდა აღემატებოდეს 15 %-ს საშუალო მაჩვენებლიდან, გამონაკლისი შეიძლება იყოს გათვალისწინებული მაღალმთიანი რეგიონებისთვის და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული ოლქებისთვის", -აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, განსაზღვრულია პარტიების რეგისტრაციის დროებითი წესი.

„პარტიას არჩევნებში მონაწილეობისთვის ესაჭიროება 25 000 ხელმოწერის წარმოდგენა, ამ შემთხვევაში კი ერთჯერადად  პარტია წარადგენს 5000 ამომრჩევლის ხელმოწერას. ხელმოწერების წარდგენის ვალდებულებისგან მთლიანად თავისუფლდება ყველა ე. წ. კვალიფიციური პარტია ( ასეთი დღევანდელი მდგომარეობით არის 19) და ის პარტიები, რომლებსაც ბოლო არჩევნებში მიღებული აქვთ 15 000 ხმა დამოუკიდებლად ან საარჩევნო ბლოკის შემადგენლობაში",- განაცხადა მომხსენებელმა.

კანონპროექტით დადგენილია ასევე გადრდამავალი დებულება, რომლის თანახმად, თუ 2024 წლამდე ჩატარდება პარლამენტის რიგგარეშე არჩევნები, ის ამავე სისტემით გაიმართება, მაგრამ პარლამენტი აირჩევა არა 4 წლის, არამედ  უფრო მცირე ვადით. კერძოდ, პარლამენტს უფლებამოსილება გაუვა 2024 წლის ოქტომბერში და  მორიგი არჩევნები ჩატარდება2024 წლის ოქტომბერში.

„ეს ნორმა მიზნად ისახავს ყოველგვარი მანიპულაციის თავიდან აცილებას", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.​





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე ზენონი: ეკლესიის პასუხისმგებლობაა, შეახსენოს ყველას, ძალაუფლება არ დგას კანონზე მაღლა
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics