08:16 - 09 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-21 14:07:20, 18253 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტმა პირველი მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებები მიიღო

136 ხმა 5-ის წინააღმდეგ, ამ შედეგით პარლამენტმა პირველი მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირა.

სხდომას 142 დეპუტატი ესწრებოდა და განხილვა დაახლოებით 2 საათი გაგრძელდა.

სხდომას არ დაესწრო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, თუმცა კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო პარტია „ევროპული საქართველოს“ დეპუტატებმა.

შეგახსნებთ, რომ პარტია „ევროპული საქართველოს“ დეპუტატებმა პირველ მოსმენაზე დასწრების გადაწყვეტილება მიიღეს, რაც შეება მეორე და მესამე მოსმენას, ისინი გიორგი რურუას გათავისუფლებას დაელოდებიან.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება. კერძოდ, საკანონმდებლო ორგანოში 120 წევრი პროპორციული, ხოლო 30 მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით აირჩევა. პროპორციული არჩევნები ჩატარდება 1-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერის პირობებში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპელები აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში მიიღებენ მონაწილეობას
მოსკოვის რეგიონში გაყიდვების მხრივ სიდიდით მეორე ბენზინგასამართი სადგურების ქსელმა ფუნქციონირება შეწყვიტა
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics