03:32 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-20 20:50:23, 1519 ნახვა

საზოგადოება
მაკო გომური - ჩემი თვალის ამოთხრით, რომელი შტურმი ააცილეს პარლამენტს?

ჩემი თვალის ამოთხრით, უამრავი თვალებით, რომელი შტურმი ააცილეს პარლამენტს? - ამის შესახებ აქციის ერთ-ერთმა წევრმა მაკო გომურმა განაცხადა.

გომური აღნიშნავს, რომ მას დღემდე აქვს კითხვა, რას უშლიდა ხელისუფლებას აქციაზე დგომით.

 „ძალიან რთულია ამ წუთას ჩემთვის აქ დგომა, მეგონა, რომ ენერგიულად ვიქნებოდი, თუმცა ახლა ვხვდები, რომ რთული ყოფილა. პირველ რიგში, მადლობა, რომ ეს ერთი წელი თქვენთან ერთად გამოვიარე, იმიტომ, რომ ყოველთვის გაინტერესებდათ და დარდობდით როგორ ვიქნებოდი. ერთი წელი გავიდა, 20 ივნისიდან და როგორც ერთი წლის უკან, ასე ვიდექი. იგივე ტანსაცმლი მეცვა და როგორც ახლა არ ვქმნი რაიმე საფრთხეს, მაშინაც ასეთ საფრთხეს წარმოვადგენდი, თუმცა ერთერთმა სამართალდამცავმა მესროლა. რატომ? ეს შეკითხვაა, რაზეც პასუხი ვერ მივიღე. აღარ ახსოვთ რა მოხდა 20 ივნისს და ჩვენი თვალები არის მეორეხარისხოვანი. ჩემი თვალის ამოთხრით, უამრავი თვალებით რომელი შტურმი ააცილეს პარლამენტს? რას უშლიდათ ჩვენი იქ დგომა? უამრავი კითხვაა, რაზეც პასუხი არ მაქვს, თუმცა იმედი მაქვს, რომ თქვენთან ერთად ბძოლით და თქვენი ანთებული გულებით შევძლებ, ამ ბრძოლის ბოლომდე მიყვანას. ხშირად იქნებიან ადამიანები, რომლებიც მოინდომევენ ჩვენს გაშავებას, თუმცა ვერ ხვდებიან, რომ ჩვენი პროტესტი არის უკეთესი მომავლისთვის. გვახსოვდეს, არასდროს არ შევეგუებით საქართველოში იმ ქვეყნის ბატონობას, რომელიც დღესაც გვართმევს ტერიტორიებს“, - განაცხადა მაკო გომურმა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
„არსენალი“ 22 წლის შემდეგ პირველად გახდა ინგლისის ჩემპიონი
ევროპული დაზვერვა: ჩინეთმა რუსი ჯარისკაცების საიდუმლოდ მომზადება დაიწყო უკრაინაში ომისთვის
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics