13:47 - 20 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-20 16:18:24, 19132 ნახვა

ომი უკრაინაში
დიდ ბრიტანეთში სამოგზაუროდ, ტურისტებს კორონავირუსის ტესტირების ჩატარება საკუთარი სახსრებით მოუწევთ

დაახლოებით 10 ქვეყანას, ეგრეთწოდებული "საჰაერო ხიდი" ექნება დიდ ბრიტანეთთან, ხოლო ყველა სხვა დანარჩენი ქვეყნის მოგზაურებს, ქვეყანაში შესასვლელად და 14 დღიანი კარანტინის თავიდან ასაცილებლად, კორონავირუსის ტესტირების საკუთარი სახსრებით ჩატარება მოუწევთ.

"საჰაერო" ხიდის მქონე ქვეყნების მოქალაქეებს, ერთმანეთთან მოგზაურობა სავალდებულო 14 დღიანი კარანტინის და კორონავირუსის ტესტირების გავლის გარეშე შეეძლებათ. ევროპის 12 ქვეყანა, მათშორის საბერძნეთი, ესპანეთი, პორტუგალია და საფრანგეთი დღემდე იკვლევენ მოგზაურების მიერ ინფექციის კვლავ იმპორტი საფრთხეს და მათი თავიდან არიდების გზებს. 
გაერთიანებულ სამეფოში მოგზაურობის მსურველი, იქნება ეს დიდი ბრიტანეთიდან თუ სხვა ტურისტი, ვალდებულია 14 დღიან თვით იზოლაციაში მოთავსდეს, მისამართი და ტელეფონის ნომერი კი ავიაკომპანიას გადასცეს.
"საჰაერო ხიდებით" სარგებლობის წესები 29 ივნისს გამოცხადდება და 4 ივლისიდან შევა ძალაში.
დაგეგმილი ცვლილებები განხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თითოეული ქვეყნის ჯანდაცვა მათ ამის ნებართვას მისცემს და საგარეო უწყება სხვა დანარჩენ ქვეყნებთან, არასასურველი ფრენების აკრძალვას ძალაში დატოვებს.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
ბოკერია - რეჟიმს უნდა, გააგრძელოს საქართველოს უსაფრთხოების, მომავალი თაობის ხარჯზე გამდიდრება და ძალაუფლების შენარჩუნება საქართველოს მტრების ინტერესების სასარგებლოდ
პარტია „გახარია საქართველოსთვის“მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს, მათი საკითხი ნაციონალებისგან ცალკე საქმედ გამოიყოს
ოპოზიცია დასავლეთის ქვეყნების ელჩებს შეხვდნენ
გავრილოვის ღამის ერთ ეპიზოდთან დაკავშირებით საქართველომ სტრასბურგის სასამართლოში დავა წააგო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics