2020-06-20 15:31:23, 1612 ნახვა
პოლიტიკა
თაკო ჩარკვიანი საბურთალოს რაიონის მაჟორიტარად იყრის კენჭს
პარტია „კანონი და სამართალის“ ლიდერი, თაკო ჩარკვიანი 2020 წლის საბურთალოს რაიონის მაჟორიტარად იყრის კენჭს, - ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
„გადაწყდა და დიდი ხნის ბჭობის და დიდი სამეგობროს, ასევე ჩემი ძმის მამუკა ჩარკვიანის თხოვნით, ჩემს ოჯახთან კონსულტაციის შედეგად, დედას - ამ ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებული, პატრიოტი ირმა ჩხეიძის, ქვეყნისa და ხალხის გულშემატკივრების თხოვნით გადაწყვეტილება მიღებულია - კენჭს ვიყრი საბურთალოს რაიონის მაჟორიტარად( ჩემს უბანში)“, - წერს ჩარკვიანი სოციალურ ქსელში.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან