06:45 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-20 12:27:06, 1215 ნახვა

პოლიტიკა
გრიგოლ ვაშაძე - ხელისუფლებამ 20-21 ივნისის ანტისაოკუპაციო აქცია, საქართველოს კანონმდებლობის უტიფარი დარღვევით დაარბია

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, 20 ივნისს ხელისუფლებამ პროპაგანდისტის, ბოლშევიკის და ვითომ ქრისტიანის, ვინმე გავრილოვის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში მოკალათების გამო, დაარბია ახალგაზრდები.

მისი თქმით, ხელისუფლებამ საქართველოს კანონმდებლობის სრული და უტიფარი დარღვევით დაარბია ანტისაოკუპაციო აქცია.

„საქართველოს ხელისუფლებამ სასტიკად, საქართველოს კანონმდებლობის სრული და უტიფარი დარღვევით დაარბია ანტისაოკუპაციო აქცია, საქართველოს მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, საქართველოს ხელისუფლების მიერ ოკუპანტი სახელმწიფოს დუმის დეპუტატის, ჩვენი ქვეყნის დანაწევრების, დაქუცმაცების, პროპაგანდისტის, ბოლშევიკის და ვითომ ქრისტიანის, ვინმე გავრილოვის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში მოკალათების გამო. იმ სავარძელში, საიდანაც თაობების ნანატრი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა გამოცხადდა.

2019 წლის 20 ივნისს „ქართულმა ოცნებამ“, მისმა მაღალმა თანამდებობის პირებმა უშუალო მითითება გასცეს თავისუფლების მოყვარე, წარმატებული, დამოუკიდებელი, ევროპულ ოჯახში საქართველოს დაბრუნების მსურველი ახალგაზრდების სასტიკად დასჯის შესახებ“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე ზენონი: ეკლესიის პასუხისმგებლობაა, შეახსენოს ყველას, ძალაუფლება არ დგას კანონზე მაღლა
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics