06:46 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-19 18:24:23, 1278 ნახვა

პოლიტიკა
გოგიჩაიშვილი - ჩვენ ამ კანონპროექტს მხარს დავუჭერთ, რათა ქვეყანაში მშვიდობიანი არჩევნები ჩატარდეს

ჩვენ ამ კანონპროექტს მხარს დავუჭერთ იმისთვის, რომ ამ  ქვეყანაში მშვიდობიანი არჩევნები ჩატარდეს, -  ამის შესახებ დამოუკიდებელმა  დეპუტატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მიუხედავათ იმისა, რომ დამოუკიდებელი დეპუტატებიდან მმართველ გუნდს 7 ხმა ექნება, მთავრობის პასუხისმგებლობაში ეჭვი ეპარება.

„ჩვენ ამ კანონპროექტს მხარს დავუჭერთ არა რაღაც დათქმებით და გამოთქმებით, არამედ მხარს დავუჭერთ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში მშვიდობიანი არჩევნები ჩატარდეს და თქვენი სისუსტის გამო არ მივცემთ პროვოკატორებს და იმ ადამიანებს, ვისაც ამ ქვეყნის სტაბილურობა არ უნდათ, საშუალებას, რომ ეს ტყუილის კასკადი ქვეყნის წინააღმდეგ გამოიყენონ. ამიტომ, ჩვენ ვაპირებთ მხარი დავუჭიროთ ამ ქვეყნის მომავალს. მიუხედავად იმისა მე მომწონს თუ არა ეს შეფარდება, ამას არ აქვს მნიშვნელობა, სიტყვა უნდა შესრულდეს და ამას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური მომენტი. ამ ქვეყანაში მინიმალურად რომ შევამციროთ ქვეყნის არაკეთილმოსურნეების მხრიდან სხვადასხვა განზრახვის განხორციელება, მნიშვნელოვანია, რომ ეს კანონი გავიდეს. უბრალოდ მაინტერესებს, დღეს თქვენ რამდენად იღებთ პასუხისმგებლობას, რომ როგორც მაშინ დავდექით ახალი რეალობის წინაშე, ისე რაღაც ახალი რეალობის წინაშე არ დაგვაყენებთ, როდესაც ეს საკითხი გავა კვირას? ჩვენი ფრაქციიდან 7 ხმა გვაქვს, რაც ჩვენი შესაძლებლობაა,“-განაცხადა ლევან  გოგიჩაიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე ზენონი: ეკლესიის პასუხისმგებლობაა, შეახსენოს ყველას, ძალაუფლება არ დგას კანონზე მაღლა
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics