03:31 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-19 14:54:15, 1428 ნახვა

საზოგადოება
შემოსავლების სამსახური, ვარკეთილის ბაზრობის დაზარალებულებს, განადგურებული სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებს ჩამოაწერს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი ლევან კაკავა ვარკეთილის შერეული ბაზრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელებს შეხვდა და ხანძრის შედეგად გამოწვეული ზიანის შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

მისი თქმით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მზადაა, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე, დახმარება გაუწიოს 15 ივნისს ვარკეთილის შერეული ბაზრობის  ტერიტორიაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულ მეწარმეებს, ხანძრის ზემოქმედებისას განადგურებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერასთან დაკავშირებით. დაზარალებული მეწარმეების იდენტიფიკაციის მიზნით, ბაზრობის ადმინისტრაციასა და  შემოსავლების სამსახურს შორის განხორციელდება შესაბამისი პროცედურები, ხოლო დაზარალებულმა მეწარმე სუბიექტებმა შემოსავლების სამსახურს უნდა მიმართონ შესაბამისი მოთხოვნით.

,,აღნიშნულის გათვალისწინებით, თუ დოკუმენტურად დასტურდება ხანძრის ადგილზე პირის ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების არსებობის ფაქტი, ამ ფასეულობების ჩამოწერის მიზნით, გადასახადის გადამხდელი ადგენს განადგურებული/დაკარგული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის დოკუმენტს,  და 10 სამუშაო დღის ვადაში შემოსავლების სამსახურს წარუდგენს მისივე ავტორიზებული გვერდიდან. აღნიშნულ დოკუმენტს უნდა ერთოდეს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დასტურდება განადგურებული/დაკარგული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შესახებ ინფორმაცია,"-განაცხადა ლევან კაკავამ.

ამასთან, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ხანძრის ზემოქმედების შედეგად განადგურებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერით, დაზარალებულ პირებს განადგურებულ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებთან დაკავშირებით არ წარმოეშვებათ საგადასახადო ვალდებულებები.

შეხვედრას შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე მამუკა ბარათაშვილი და მომსახურების დეპარტამენტის უფროსი ლევან დგებუაძე ესწრებოდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„არსენალი“ 22 წლის შემდეგ პირველად გახდა ინგლისის ჩემპიონი
ევროპული დაზვერვა: ჩინეთმა რუსი ჯარისკაცების საიდუმლოდ მომზადება დაიწყო უკრაინაში ომისთვის
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics