2020-06-18 18:44:51, 1261 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - გვყავს ოპოზიცია, რომელიც მუდმივად რუსულ საქმეს აკეთებს
გვყავს ოპოზიცია, რომელიც მუდმივად რუსულ საქმეს აკეთებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ ოპოზიცია რუსულ საქმეს ჯერ 9 წლის განმავლობაში, შემდეგ უკვე 8 წელი ოპოზიციაში ყოფნისას აკეთებდა.
„საქართველოს ყავს პროდასავლური ხელისფულება. საქართველოს ყავს სუსტი ოპოზიცია, საქართველოს ყავს ოპოზიცია, რომელიც აკეთებს მუდმივად რუსულ საქმეს საქართველოში, ჯერ 9 წლის განმავლობაში და შემდეგ 8 წლის განმავლობაში ოპოზიციაში ყოფნის პერიოდში“ , - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,