|
2020-06-18 18:17:03, 1210 ნახვა
პოლიტიკა
ჯანდაცვის მინისტრმა ერთი წლის ანგარიში წარადგინა
„ეს არის სამინისტრო რომელიც ზრუნავს“, - ასე შეაფასა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. უწყებამ დღეს წლიური ანგარიში წარადგინა სადაც აქცენტი სამინისტროს ოთხ ძირითად მიმართულებაზე და განხორციელებულ რეფორმებზე გაკეთდა. პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ ბოლო წელი ჯანდაცვის სამინისტროსთვის და ზოგადად სისტემისთვის იყო გამოწვევებით სავსე და სამედიცინო დარგის თითოეულ სპეციალისტს მადლობა გადაუხადა. ერთი წლის განმავლობაში განხორციელებულ რეფორმებზე ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ისაუბრა. „განხორციელდა არაერთი რეფორმა პირველად ჯანდაცვაში, პირველ ეტაპზე შეეხო სოფლის ექიმებს და მათ გაერთიანებას ერთიანი მმართველობის ქვეშ, რამაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა, როგორც ექიმების სამუშაო პირობები, ასევე ჩვენ მოგვცა იმის საშუალება, რომ უკეთესად ვმართოთ მიმდინარე პროცესები და მიწოდების სერვისები გავაუმჯობესოთ ჩვენი მოქალაქეებისათვის. ხაზგასასმელია პირველად ჯანდაცვაში გადადგმული ის ნაბიჯი, როდესაც ჩვენ დიდ ქალაქებში მოვახდინეთ სელექტიური კონტრაქტირება, აქ რა თქმა უნდა აქცენტი გაკეთდა ხარისხზე. უმნიშვნელოვანესია შრომის უსაფრთხოების საკითხი, რომელიც ამ ერთი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად დაწინაურდა და მათი როლი კიდევ უფრო გამოიკვეთა უკვე კოვიდ პანდემიის პერიოდში, როდესაც ჩვენ მოვახერხეთ და სამუშაო გარემოში, ყველა მიმართულებით შევიმუშავეთ ის სტანდარტები რომელიც მსოფლიოს ბევრ წამყვან ქვეყანას არ აქვს. ამასთანავე სამინისტროში მოხდა სტრუქტურული ცვლილება ზრუნვის კომპონენტში და შემდგომში ვგეგმავთ სერვისების გაფართოებას და ხარისხის კიდევ უფრო ამაღლებას ყველაზე მოწყვლადი ჯგუფებისთვის. მნიშვნელოვანი არის რა თქმა უნდა დევნილი მოსახლეობა, რომელთა მიმართულებითაც ჩვენ ვგეგმავთ მნიშვნელოვანი ღონისძიებების ჩატარებას და რა თქმა უნდა პირველ რიგში დგას მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფა და წელს ეს შეეხება 2500-მდე დევნილ მოქალაქეს. დევნილების კუთხით, ასევე ჩვენ ვუზრუნველყოფთ მათ დასაქმებას და დასაქმების ხელშეწყობას, აქაც მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადადგმული და მე იმედს ვიტოვებ, რომ კოვიდ ინფექციის ნელ-ნელა უკან დახევის პირობებში ჩვენ მეტად უფრო აქტიურად განვაგრძობთ დანარჩენ რეფორმებს“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ. დეტალური პრეზენტაციები დამატებით მინისტრის მოადგილეებმა წარადგინეს. ტერიტორიაზე ასევე განთავსებული იყო თემატური სტენდები, სადაც სამინისტროს სსიპ-ებისა და დეპარტამენტების მიერ უკვე განხორციელებული და დაგეგმილი პროექტებისადა რეფორმების შესახებ ვიზუალური მასალები იყო წარდგენილი.
მეუფე ზენონი: ეკლესიის პასუხისმგებლობაა, შეახსენოს ყველას, ძალაუფლება არ დგას კანონზე მაღლა
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)