05:43 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-18 16:50:33, 1091 ნახვა

პოლიტიკა
თამარ ალადაშვილმა ეუთოს შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა, თამარ ალადაშვილმა ეუთოს რიგით 28-ე ეკონომიკურ და გარემოსდაცვით ფორუმის მეორე მოსამზადებელ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

შეხვედრის  ფარგლებში, ცენტრის დირექტორმა, თამარ ალადაშვილმა პრეზენტაცია წარადგინა და საქართველოში გარემოსდაცვითი მმართველობის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბებისთვის, გარემოსდაცვით გამოწვევებზე რეაგირებისთვის ინოვაციის დაგამჭვირვალობის როლის შესახებ ისაუბრა. ასევე მან ყურადღება გაამახვილა გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე მარტივად ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, გარემოზე ზემოქმედების შეფასების, ტყის ინფორმაციისა და მონიტორინგის, ნარჩენების მართვის და  ჰაერის ხარისხის  ელექტრონული სისტემების   მნიშვნელობის შესახებ.

თამარ ალადაშვილმა ვრცლად ისაუბრა როგორც გარემოსდაცვით დემოკრატიაზე - ადამიანის უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ, ასევე, საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის მწვანე მიმართულების ხელშეწყობის მიზნით განხორციელებულ კონკრეტულ ქმედებებსა და ინიციატივებზე.

შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ ეუთოს წევრი ქვეყნების წარმომადგენლები და ექსპერტები, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ეუთოს რიგით 28-ე ეკონომიკურ და გარემოსდაცვითი ფორუმის მეორე მოსამზადებელი შეხვედრის  ჩატარება დაგეგმილი იყო ალბანეთის ქალაქ ტირანაში. ახალი კორონავირუსით (COVID-19) გამოწვეული მსოფლიო პანდემიის გამო,  ფორუმი ონლაინ რეჟიმში ჩატარდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მეუფე ზენონი: ეკლესიის პასუხისმგებლობაა, შეახსენოს ყველას, ძალაუფლება არ დგას კანონზე მაღლა
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics