05:45 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-18 12:55:43, 1133 ნახვა

პოლიტიკა
სახელმწიფო ინსპექტორი - სასამართლო კონტროლი სატელეფონო კომუნიკაციის ფარულ მიყურადებასა და ჩაწერაზე გაზრდილია

საქართველოს პარლამენტში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ანგარიშის წარდგენის დროს, სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ, სამსახურის ერთ-ერთი ფუნქციის შესახებ ისაუბრა და დეპუტატებს გასული წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოს შესახებ ინფორმაცია მიაწოდა:

„როგორც მოგეხსენებათ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულებაა კონტროლი ფარულ საგამოძიებო მოქმედებებსა და ელექტრონული  კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებულ აქტივობებზე.

2019 წელს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში შემოვიდა მოსამართლის 1362 განჩინება სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის დაწყების, გაგრძელების, დაკანონების, ნაწილობრივ დაკმაყოფილებისა და უარის თქმის შესახებ (2018 წელს მათი რაოდენობა იყო - 1397).

2019 წელს სასამართლოს მხრიდან დაკმაყოფილებული შუამდგომლობების პროცენტული მაჩვენებელი შემცირებულია,  რაც მიუთითებს იმაზე, რომ გაზრდილია სასამართლოს მხრიდან სატელეფონო კომუნიკაციის ფარულ  მიყურადებისა და ჩაწერაზე კონტროლი.

2019 წელს  სატელეფონო  კომუნიკაციის  ფარული  მიყურადება და  ჩაწერა,  უმეტესად,               საქართველოს  სისხლის  სამართლის  კოდექსის  შემდეგი  მუხლებით  გათვალისწინებულ  დანაშაულებზე  ხორციელდებოდა: 180-ე (თაღლითობა), 223 პრიმა  („ქურდული  სამყაროს"  წევრობა,  „კანონიერი  ქურდობა"), 108-ე  (მკვლელობა), 260-ე  (ნარკოტიკული  საშუალების,  მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური

ნივთიერების  უკანონო  დამზადება,  წარმოება,  შეძენა,  შენახვა,  გადაზიდვა,  გადაგზავნა    ან      გასაღება), 338-ე (ქრთამის აღება),210ე  (ყალბი საკრედიტო ან საანგარიშსწორებო ბარათის დამზადება, გასაღება ან გამოყენება ).

2019 წელს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის შესახებ გაცემული 98 სასამართლო განჩინების/პროკურორის დადგენილების მოქმედება შეაჩერა.

2019 წელს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა  დააიდენტიფიცირა  სასამართლოს მიერ გაცემულ  20  განჩინებაში  ბუნდოვანება უზუსტობა, რომლის შესახებ ეცნობა შესაბამის ორგანოს.

სატელეფონო  კომუნიკაციის  ფარული  მიყურადება  და ჩაწერა  გაგრძელდა შეჩერების საფუძვლისა და ბუნდოვანება-უზუსტობის აღმოფხვრის შემდგომ", - განაცხადა თოლორაიამ.

მნიშვნელოვნად  არის  გაუმჯობესებული  კომპანიების  მხრიდან სამართალდამცავი ორგანოებისთვის  ელექტრონული  კომუნიკაციის  მაიდენტიფიცირებელი  მონაცემების გადაცემის შესახებ ინსპექტორის ინფორმირების ვალდებულების შესრულების მაჩვენებელი. 2019 წელს  არ გამოვლენილა  კომპანიების  მიერ  ელექტრონული  კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ  მონაცემთა  შესაბამისი  სამართლებრივი  საფუძვლის გარეშე ან მონაცემთა დამუშავების პრინციპების დარღვევით დამუშავების ფაქტი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე ზენონი: ეკლესიის პასუხისმგებლობაა, შეახსენოს ყველას, ძალაუფლება არ დგას კანონზე მაღლა
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics