05:57 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-17 15:55:52, 1267 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - არ ვაპირებთ 200 „ნაციონალს“ დავუპირისპიროთ რაიმე კონტრაქცია, ოპოზიცია და მისი ტელევიზიები ავრცელებენ „ფეიკნიუსებს“

ჩვენ არ ვაპირებთ 200 „ნაციონალს“ დავუპირისპიროთ რაიმე კონტრაქცია, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მმაღტველი გუნდის კონტრაქციასთან დაკავშირებით ოპოზიცია და მისი ტელევიზიები „ფეიკნიუსებს“ ავრცელებენ.

„ეს არის აბსურდი. ჩვენ მიჩვეულები ვართ, რომ განსაკუთრებით ბოლო პერიოდის განმავლობაში, ოპოზიცია და მისი ტელევიზიები ავრცელებენ რაღაც „ფეიკნიუსებს“ და შემდეგ თვითონვე აკრიტიკებენ ხოლმე თავისივე შექმნილ „ფეიკნიუსს“, რაც არის აბსურდი. ჩვენ არ ვაპირებთ 200 „ნაციონალს“ დავუპირისპიროთ რაიმე კონტრაქცია. მათ აქვთ უფლება შეიკრიბონ, შეიკრიბებიან და ამით დასრულდება ეს ყველაფერი. ჩიხში არიან შესულები, ჩაკარგულები არიან საკუთარ ტყუილებში. არც ვიცი რა შედეგი უნდა მოყვეს ამ ყველაფერს, უბრალოდ გამჯდარი აქვთ სისხლში ტყუილი და კიდევ ერთელ მოიტყუეს კონტრაქციაზე. ვინ უნდა ჩაატარაოს ან რატო? თუ ვინმე იქ შეიკრიბება, ეს არის ერთადერთი პროვოკაცია და ბუნებრივია ასეთი პროვოკაცია საიდან შეიძლება მოდიოდეს, ამაზე პასუხი არის მარტივი და ნათელი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე, ე.წ. გავრილოვის ღამიდან ერთი წლის შემდეგ მოძრაობა „სირცხვილია“ აქციას გამართავს, რომელსაც ოპოზიციის წევრებიც შეუერთდებიან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე ზენონი: ეკლესიის პასუხისმგებლობაა, შეახსენოს ყველას, ძალაუფლება არ დგას კანონზე მაღლა
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics