|
2020-06-17 14:29:05, 1231 ნახვა
პოლიტიკა
ბოკერია - ხელისუფლება არც თავის დროზე და არც ახლა კადიროვის პირდაპირ მუქარასთან დაკავშირებით საჯარო რეაქციას არ გამოხატავს
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა წევრმა გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ ხელისუფლება არც თავის დროზე და არც ახლა საჯარო რეაქციას კადიროვის პირდაპირ მუქარასთან დაკავშირებით არ გამოხატავს. როგორც ოპოზიციონერი ლიდერი აღნიშნავს, მკაფიო რეაქციის დაფიქსირების მაგივრად ხელისუფლება ხელს ოპოზიციისკენ იშვერს. „ყველასთვის ცნობილია, რომ პუტინის ხელისუფლება დაკავებულია პოლიტიკური ტერორიზმით მთელს ქვეყანაში, ამის უდაო, გამოძიებული ფაქტები არსებობს. გვახსოვს ლიტვიენკოს საქმე, სკრიპალების მკვლელობის მცდელობა, ხანგოშვილის მკვლელობის მცდელობა და სხვა. საკუთარი ქვეყნის შიგნით საკუთარი ოპონენტების მკვლელობა ჩვეულებრივ ამბად იქცა პუტინის რეჟიმისთვის. ჩვენთვის ყველასთვის საგანგაშოა ის რეაქცია, რაც ჩვენ ივანიშვილის რეჟიმისგან გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციაზე მოვისმინეთ. ჩვენ ვნახეთ პრეზიდენტის განცხადება, პრემიერის, მათი სპიკერების და ყველა ეს განცხადება იყო თითის გაშვერა ქვეყნის შიგნით ოპონენტების წინააღმდეგ და არც ერთ მათგანს არ უხსენებია პუტინის რეჟიმი და რუსეთის ფედერაცია“, - ამბობს ბოკერია. როგორც ის განმარტავს, თუ ჯერ გამოძიება მიმდინარეობს და ადრე იმის განცხადება, რომ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის მცდელობაში პუტინის რეჟიმი და ამ რეჟიმის წარმომადგენლები იყვენენ ჩართულნი, მაშინ ოპოზიციისკენ რატომ იშვერენ ხელს. „თუ ვითარება არის ისეთი, რომ გამოძიება ჯერ გრძელდება და არ არის შესაფერისი მომენტი ხელისუფლებისთის რომ თქვას, რომ აქ ჩართული იყო შესაძლოა რუსეთის ხელისუფლება და პუტინის რეჟმის წარმომადგენლენი კადიროვი ან ვინმეს სხვა, მაშინ რატომ აკეთებენ განცხადებებს ოპონენტების წინააღმდეგ. რითი შეიძლება აიხსნას ნორმალური ხელისუფლების მხრიდან ასეთი სამარცხვინო ნაბიჯები. ვიმეორებ, აქ ოპოზიციის რეპუტაცია კი არ არის მთავარი პრობლემა, აქაა რისკები მთელი ქვეყნისა და ჩვენი მოქალაქეებისთვის“, - განაცხადა ბოკერიამ. მანვე აღნიშნა, რომ როცა ხელისუფლება კადიროვის მუქარასთან დაკავშირებით რეაქციას არ გამოხატავს, ეს ზრდის იმის რისკს, რომ მომავალში პუტინის რეჟიმი კვლავ წავა იმაზე, რომ ჩვენ ქვეყანაში ტერატქი ჩაიდინოს. „როცა ხელისუფლება ასეთ შემთხვევაში არ აძელვს არც თავის დროზე და არც ახლა საჯარო რეაქციას კადიროვის პირდაპირ მუქარას ჩვენი მოქალაქეის შესაძლო მკვლელობასთან დაკავშირებით, თუკი საერთაშორისო ასპარეზზეც არ ტეხ განგაშს, თუ იქცევი დაახლოებით ისე, როგორც ისინი მოიქცნენ გიგა ოთხოზორიას საქმეზე, როცა ეს საქმე რუსეთის ფედერაციისთვის საერთაშორისო პრობლემის დონეზე არ იქნა აყვანილი, ეს ზრდის მომავალში რისკებს იმისა, რომ პუტინის რეჟიმი კვლავ წავა ასეთ რისკზე, რომ ჩვენ ქვეყანაში ტერატქი ჩაიდინოს“, - აღნიშნა გიგა ბოკერიამ. შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „მთავარის“ გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გაასაჯაროვა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც რუსეთის მოქალაქე, ვასამბეკ ბოკოვი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა. მოგვიანებით სუს-მა ფაქტი დაადასტურა. გუშინ კადიროვმა შემდეგი განაცხადა - „ბატონებო, დამიჯერეთ, თუ ვინმე ჩემი დავალებით მოქმედებს, ის მას შეასრულებს, და თუ დავალება ჩუმადაა შესასრულებელი, მაშინ ვერავინ, მით უმეტეს, თქვენი ქვეყნის ღრმა სტაგნაციაში, ამის შესახებ ვერ გაიგებენ. ის თქვენი ტყუილად მოლაპარაკე, რომელიც, როგორც მედიის წარმომადგენელი, ისე პოზიციონირებს, ისედაც ძლივსაა ცოცხალი, განდიდების მანიითაა შეპყრობილი. ყველა სერიოზული მედია მას კინწისკვრით გააგდებდა“.
მეუფე ზენონი: ეკლესიის პასუხისმგებლობაა, შეახსენოს ყველას, ძალაუფლება არ დგას კანონზე მაღლა
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)