|
2020-06-17 12:11:32, 1324 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერია „მზიურის“ ტერიტორიაზე გალერეა-მედიათეკას მოაწყობს და შემდეგ სოციალურ საწარმოს გადასცემს
ახლადრეაბილიტირებულ ბავშვთა ქალაქ „მზიურში“ მუნიციპალიტეტის მერია ორ მნიშვნელოვან პროექტს განახორციელებს, - ამის შესახებ დედაქალქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური „მზიურის“ ტერიტორიაზე გალერეა-მედიათეკას მოაწყობს და ასევე, გაკეთდება საფეხმავლო ხიდი, რომელიც აღნიშნულ პარკს ზოოპარკთან დააკავშირებს. „რამდენიმე დღის წინ დასრულდა „მზიურის“ პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რისთვისაც კიდევ ერთხელ მინდა მუნიციპალური განვითარების ფონდს მადლობა გადავუხადო. ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდა, განსაკუთრებით ქვედა მხარეს, რომელიც 2015 წლის 13 ივნისის შემდეგ გაუბედურებული იყო. დღეს კი ძალიან კარგი რეკრეაციული სივრცე გვაქვს, სადაც ყველა თაობის ადამიანს შესაძლებლობა აქვს მივიდეს, დაისვენოს და გაერთოს. მივიღეთ გადაწყვეტილება და ამ პარკის ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტი ორ მნიშვნელოვან პროექტს განახორციელებს. პარკის ქვედა ნაწილში მდებარე ყოფილი საბაგირო შენობის რეკონსტრუქცია განხორციელდება, რომელიც მძიმე მდგომარეობაშია. გვსურს, მედიათეკის მოწყობა, მაგრამ ეს შენობა-ნაგებობა პატარაა. როგორც იცით, „მზიურში“ არსებობს სოციალური საწარმო - „მზიურის კაფე“. ანა გოგუაძეს და მის გუნდს აქვს საკმაოდ საინტერესო პროექტი - გალერეა-მედიათეკის მოწყობის. ამ პროექტს ჩვენ განვახორციელებთ, ხოლო შემდეგ, აღნიშნულ შენობა-ნაგებობას სოციალურ საწარმოს და ანა გოგუაძეს უზუფრუქტის ხელშეკრულებით გადავცემთ“, - განაცხადა კახა კალაძემ. რაც შეეხება მეორე პროექტს, დედაქალაქის მერის თქმით, მოეწყობა საფეხმავლო ხიდი, რომელიც „მზიურის“ პარკსა და ზოოპარკის ტერიტორიას ერთმანეთთან დააკავშირებს.
ალ არაბია: აშშ და ირანი ურანის გამდიდრების დონეზე შეთანხმდნენ.
უკრაინამ ნოვგოროდის ოლქში მდებარე საავიაციო ქარხანას შეუტია, რომელიც სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავებს ემსახურება
როიტერი: რუსეთმა და უკრაინამ პირადად გამოხატეს მზადყოფნა ტერიტორიული გაცვლისთვის
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)