05:56 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-17 11:50:23, 1258 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე ეროვნულ ბანკს ანტიმონოპოლიური მექანიზმების გამოყენებისა და მოქალაქეებზე სესხის პროცენტის ჩამოწერისკენ მოუწოდებს

„ახალი საქართველოს“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე ეროვნულ ბანკს ანტიმონოპოლიური მექანიზმების გამოყენებისა და მოქალაქეებზე სესხის პროცენტის ჩამოწერისკენ მოუწოდებს.

როგორც მან ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნული მექანიზმის გამოყენება და სასესხო პროცენტის ჩამოწერა აუცილებელი, რათა ქართულმა ეკონომიკამ ამოისუნთქოს.

„ხელში მიჭირავს 2 დოკუმენტი. ერთი ეს არის ევროკავშირის წევრი ქვეყნების ბანკების მოგება საკუთარ კაპიტალთან მიმართევასი, ხოლო მეორე მხრივ საქართველოს ბანკის რეპორტი. ევროკავშირში საშუალოდ 10%-იანი მოგება ითვლება ბანკებისთვის საუკეთესო მაჩვენებლად და ალბათ გაინტერესებთ რამდენია საქართველოში. 26% დააფიქსირა 2019 წელს საქართველოს ბანკმა. საშუალოდ საქართველოში 25%-იანი მარჟის მოგებით მუშაობს საბანკო სექტორი. ეს ციფრები მიუთითებს, რომ საქართველოში ჩამოყალიბებულია მონოპოლიური კარტელი, რომელიც ძარცვავს უბრალოდ თითოეულ მოქალაქეს.

მე მივმართავ ახლავე ეროვნულ ბანკს და ვეუბნები ბატონ გვენეტაძეს. ყველა ვღარიბდებით, ყველა უმძიმეს ვითარებაში ვართ. ეს ციფრები მიუთითებს, რომ არის საბანკო სექტორში რესურსი ჩამოიწეროს პროცენტი 3 თვით და 6 თვით გადავადებულ სესხებზე და შემდგომში განახევრდეს საპროცენტო განაკვეთი. ეს არის აუცილებელი იმისთვის, რომ ქართულმა ეკონომიკამ ამოისუნთქოს. როდემდე უნდა იყოს მონოპოლიების მფარველი? მივმართავ ბატონ გახარიას, ნუ კი დადიხართ და ნუ კი იპრანჭებით ტელევიზიით, არამედ საქმე გააკეთეთ. დღეს საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას აწუხებს სესხის პროცენტი. ქართული ბიზნესის აბსოლუტური უმრავლესობა არის გაკოტრების ზღვარზე, ამასობაში ქართული საბანკო სექტორი კვლავ წევს ზემოგებას. მოგიწოდებთ, დაუყონებლივ გამოიყენეთ ანტომონოპოლიური მექანიზმები და ჩამოიწეროს სესხის პროცენტი მოქალაქეებზე. არ შეიძლება, რომ პენსიონერი 35-36%-ს იხდიდეს სესხში, არ შეიძლება, რომ ბიზნესი იხდიდეს 15-20-25% სასესხო განაკვეთს“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე ზენონი: ეკლესიის პასუხისმგებლობაა, შეახსენოს ყველას, ძალაუფლება არ დგას კანონზე მაღლა
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics