|
2020-06-17 11:48:28, 1282 ნახვა
პოლიტიკა
თბილისის მერმა მაია ბითაძეს ავტობუსებზე ველოსიპედების სამაგრების დამონტაჟების საკითხის მოკვლევა დაავალა
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ველოსიპედის მფლობელებისთვის მნიშვნელოვანი სიახლე იგეგმება, რაც მუნიციპალურ ავტობუსებზე აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების დამაგრებას გულისხმობს. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, მუნიციპალიტეტის სატრანსპორტო პოლიტიკის მთავარი მიმართულება საზოგადოებრივ ტრანსპორტთან ერთად, ფეხით და ველოსიპედებით მოსიარულე მოქალაქეებია. „ჩემთვის, ჩემი თანაგუნდელებისთვის, მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სატრანსპორტო პოლიტიკა. ჯერ კიდევ ორი წლის წინ, შესაბამისი განვითარების გეგმა წარვადგინეთ. ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის მთავარი მიმართულებაა ის, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტს ეთმობა ყველაზე დიდი ყურადღება, ასევე, ფეხით და ველოსიპედით მოსიარულეებს. ჩვენს ყველა ინფრასტრუქტურულ პროექტში ეს პრიორიტეტების მიხედვით გვაქვს გადანაწილებული. საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა იყოს ყველაზე სწრაფი და მოძრაობდეს შეზღუდვების გარეშე. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ არა კერძო ტრანსპორტი, არამედ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ქალაქში უპრობლემოდ გადაადგილდებოდეს“, - განცახადა კახა კალაძემ. თბილისის მერმა მოადგილე მაია ბითაძეს დაავალა, რომ მოიკვლიოს ავტობუსებზე ველოსიპედების დამაგრების საკითხი და პროექტის განხორციელება ეტაპობრივად დაიწყოს. „დედაქალაქში ველოსიპედი ძალიან პოპულარული ხდება, ჰყავს ბევრი მომხმარებელი. იცით, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ველოსიპედის ატანა აკრძალულია. შესაბამისად, გვინდა საუკეთესო ქალაქების მაგალითები გადმოვიტანოთ. ყველა განვითარებულ ქალაქში არის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელსაც აქვს შესაძლებლობა, წინ ან უკანა მხარეს სპეციალური სამაგრების საშუალებით, ველოსიპედები დაუმაგრდეს. ადამიანი, რომელიც ველოსიპედით მოძრაობს, დაამაგრებს ავტობუსზე, ავა ტრანსპორტში და A პუნქტიდან B პუნქტში გადაადგილებას შეძლებს. მინდა, მაია ბითაძეს დავავალო, რომ მოიკვლიოს აღნიშნული საკითხი და ავტობუსებზე მათი დამაგრება ეტაპობრივად დავიწყოთ, რათა ველოსიპედით მოსარგებლე მოქალაქეებს საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება უპრობლემოდ შეეძლოთ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
მეუფე ზენონი: ეკლესიის პასუხისმგებლობაა, შეახსენოს ყველას, ძალაუფლება არ დგას კანონზე მაღლა
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)