07:56 - 09 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-16 21:50:11, 1269 ნახვა

პოლიტიკა
ლაშა ნაცვლიშვილი - დიდი ფანტაზია არ სჭირდება იმის წარმოდგენას, რა და როგორ შეიძლებოდა გაფორმებულიყო ეს დანაშაულებრივი ქმედება რომ სისრულეში მოეყვანათ

ასეთი ტიპის დანაშაული სააკაშვილის ხელისუფლებას რომ აღეკვეთა, ალბათ, აღლუმს მოაწყობდნენ ავიაციის გამოყენებით ,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ კონსულტანტმა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, ლაშა ნაცვლიშვილმა „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ყველას მოსალოცად გვაქვს საქმე, ვინაიდან მომზადების სტადიაზე აღიკვეთა განსაკუთრებით მძიმე დანაშაული.
 ,, ეს არა მხოლოდ ადამიანის სიცოცხლეს ეხებოდა, არამედ - შეიძლებოდა, ყოფილიყო ტრიგერი ძალიან მძიმე პოლიტიკური პროცესებისა. ამ ტელევიზიის კედლებისთვის „ქრონიკის“ მოდელირება არ უნდა იყოს უცხო და დიდი ფანტაზია არ სჭირდება იმის წარმოდგენას, რა და როგორ შეიძლებოდა გაფორმებულიყო ეს დანაშაულებრივი ქმედება რომ სისრულეში მოეყვანათ. მინდა, მადლობა გადავუხადო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პირად შემადგენლობასა და მის ხელმძღვანელს. მე გარკვეული სენტიმენტებიც მაკავშირებს ამ სახელმწიფო უწყებასთან. წლების განმავლობაში ვმუშაობდი ამ მიმართულებით. ვიცი, რა არის ტერორიზმთან და ზოგადად, მუშაობის სირთულე. არა მხოლოდ ის, რომ აცილებულია დანაშაული, ალბათ, შეამჩნევდით, - საუბარია არა მხოლოდ ეთიკაზე, არამედ იმაზე - ესთეტიკაც როგორი აქვთ. დარწმუნებული ვარ, რომ მოდელირებული ქრონიკის მეორე სერია რომ განვიხილოთ, ასეთი ტიპის დანაშაული სააკაშვილის ხელისუფლებას რომ აღეკვეთა, ალბათ, აღლუმს მოაწყობდნენ ავიაციის გამოყენებით“ - განაცხადა ლაშა ნაცვლიშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპელები აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში მიიღებენ მონაწილეობას
მოსკოვის რეგიონში გაყიდვების მხრივ სიდიდით მეორე ბენზინგასამართი სადგურების ქსელმა ფუნქციონირება შეწყვიტა
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics