|
2020-06-16 13:08:52, 18703 ნახვა
საზოგადოება
ალტ-ინფო გააქტიურდა - რადიკალურმა ჯგუფმა ანტიდასავლური, ჰომოფობიური და ქსენოფობიური ნარატივის გავრცელება დაიწყო
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მოახლოვებასთან ერთად, რადიკალური ჯგუფი ალტ-ინფო გააქტიურდა და ფეისბუქის საშუალებით დაიწყო ანტიდასავლური, ჰომოფობიური და ქსენოფობიური ინფორმაციის გავრცელება. „ექსპრესნიუსის“ ინფორმაციით, ულტრანაციონალისტური დაჯგუფება კონსტანტინე მორგოშიას ეკუთვნის, რომელიც „ქართული მარშის“ ერთ-ერთი ლიდერია. ალტ-ინფოს გვერდზე მომუშავე თანამშრომლები, ცდილობენ, რომ თავი წარმოადგინონ, როგორც დაბალანსებული მედიის წარმომადგენლები, თუმცა ხშირ შემთხვევაში, მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის სიყალბე, რისი მიზანიც დასავლეთის მიმართ ნდობის შერყევაა. ჯგუფებთან ერთად სოციალურ სივრცეში პოლიტიკური პარტიებიც გააქტიურდნენ. პარტია „პატრიოტთა ალიანსი“ NDI-ისა და IRI-ის ალტერნატიულ გამოკითხვებს ატარებს და ირწმუნება, რომ საზოგადოების განწყობა ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ უფრო და უფრო იკლებს. თუმცა, NDI-ის ბოლო კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის უმიეტესობა მომხრეა, რომ ქვეყანა ნატოსა და ევროკავშირში გაერთიანდეს. ამასთანავე, ქართული მარში, რომელიც გამოირჩევა ძალადობრივი ღონისძიებებით ეთნიკური ჯგუფებისა და ლგბტ თემის წინააღმდეგ, აპირებს, რომ ჩამოაყალიბოს პოლიტიკური პარტია და ოქტომბრის არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა. DFRLab-მა უკვე გამოიკვლია წარსულში ალტ-ინფოს მოქმედებები ფეისბუქზე, როდესაც 2019 წლის თბილისი პრაიდის წინ ჯგუფი სხვა რადიკალური განწყობების ფეისბუქ გვერდების საშუალებით ცდილობდა, რომ საზოგადოებაში შემოეტანა და გაეღვიძებინა ჰომოფობიური განწყობა. როგორ მუშაობს ალტ-ინფო ფეიჯი, რომელაც ამჟამად ალტ-ინფო იყენებს 2019 წლის, ივნისში შექიმნა. გვერდის წინა ვერსია, სხვა რადიკალურ გვერდებთან ერთად ფეისბუქმა 2019 წლის მაისში წაშალა. ალტ-ინფოს გვერდის ადმინისტრატორებმა, ახალი ფეისბუქ გვერდი მომხდარიდან მალევე შექმნეს. ალტ-ინფოს განწყოფილებაში „ჩვენ შესახებ“ ის წარმოდგენილია, როგორც კონსერვატიული მედია პლატფორმა.
ბოლო მონაცემებით, ალტ-ინფოს გვერდს 37 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს. CrowdTangle-ის ანალიზის მიხედვით, გვერდი განსაკუთრებით ბოლო სამი თვის განმავლობაში გააქტიურდა.
აღნიშნული ინტერვიუს ფორმატი, გულისხმობდა სანდოობის ილუზიის შექმნას და ემსახურებოდა დისკუსიის გამოწვევას, აუდიტორიის ზრდის მიზნით.
გვერდი, მუდამ თავს ესხმის დასავლურ ღირებულებებს ისევე, როგორც საქართველოში მცხოვრებ ლგბტ ადამიანებს. ალტ-ინფოზე ხშირად ზიარდება სტატუსები, რომლებიც დასავლეთს არასტაბილურად წარმოაჩენს. ამ გზით, ჯგუფი ცდილობს, რომ მოახდინოს ზეგავლენა საქართველოს მოქალაქეების შეხედულებებზე და ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე. აშშ-ში მიმდინარე აქციებიდან, რომლებზეც მოქალაქეები პოლიციელის მიერ შავკანიანის მოკლასა და რასობრივ უთანასწორობას აპროტესტებდნენ, ალტ-ინფო ინფორმაციას სხვა კუთხით აჩვენებს და არჩევს კონტენტს, სადაც ჩანს, რომ რამდენიმე ადამიანი ეკლესიას ცეცხლს უკიდებს. საქართველოში ეკლესიას და რელიგიას მგრძნობიარე ადგილი უკავია, მსგავსი მასალით კი გვერდი ცდილობს, რომ წარმოაჩინოს აშშ საშიშ ადგილას, სადაც იზღუდება რელიგიის თავისუფლება.
გვერდი ასევე აზიარებს სტატიებს, რომლებიც ემსახურება ლგბტ მოძრაობის დისკრედიტაციას. მაგალითად, ალტ-ინფომ გაავრცელა რამდენიმე სტატია, სადაც განხილული იყო პოლონეთის პრეზიდენტი კამპანია ლგბტ საკითხების სწავლების შეზღუდვებთან და გეი ქორწინების აკრძალვასთან დაკავშირებით. როგორც CrowdTangle წერს, ანტი-ლგბტ სტატიებზე მაღალია საზოგადოების გამოხმაურება და აქტიურობა, რადგან თითოეულ პოსტს 200-დან 900-მდე რეაქცია აქვს.
ალტ-ინფო ცდილობს, რომ საკუთარი თავი წარმოაჩინოს, როგორც უტყუარი, სანდო წყარო, თუმცა რეალურად ის მუშაობს ანტიდასავლური და ანტი-ლგბტ გრძნობების გაღვიძებაზე საზოგადოებაში. განსაკუთრებით შემაშფოთებელია მისი გაღვიძება და გააქტიურება მომავალი საპარლამენტო არჩევნების წინ. შემოდგომაე, რამდენიმე ანტიდასავლური პარტია იქნება წარმოდგენილი არჩევნებზე, რომლებიც იბრძოლებენ საქართველოს მოქალაქეების ხმების მოსაპოვებლად.
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ის პარტნიორები ახლო აღმოსავლეთში ირანის ბლოკადის გაგრძელებას იმედოვნებენ
ალ არაბია: აშშ და ირანი ურანის გამდიდრების დონეზე შეთანხმდნენ.
უკრაინამ ნოვგოროდის ოლქში მდებარე საავიაციო ქარხანას შეუტია, რომელიც სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავებს ემსახურება
როიტერი: რუსეთმა და უკრაინამ პირადად გამოხატეს მზადყოფნა ტერიტორიული გაცვლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|







ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)