|
2020-06-15 12:38:07, 1175 ნახვა
საზოგადოება
მარიამ ქვრივიშვილი - შიდა მოგზაურებს ვურჩევთ, განთავსდნენ ისეთ სასტუმროებში, რომლებსაც შემოწმება გავლილი აქვთ
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის რჩევაა, რომ შიდა მოგზაურები განთავსდნენ ისეთ სასტუმროებში, რომლებსაც შემოწმება გავლილი აქვთ, - ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ის განთავსების ობიექტი, რომელიც როგორც მეწარმე არ არის დარეგისტრირებული ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის ვებ-გვერდზე და არ აქვს ჩატარებული ინპექტირება, კანონდარღვევად ითვლება. „დღეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, რადგან გაიხსნა შიდა ტურიზმი. ეს არის პირველი ეტაპი იმ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ინდუსტრიის ამოქმედებისთვის, როგორიც არის ტურიზმის ინდუსტრია. მოგეხსენებათ, რომ ის რეგულაციები, რომელიც სავალდებულო გახდა კორონავირუსის პერიოდში, უკვე ორ კვირაზე მეტია გამოქვეყნებულია. ის გახდა საჯარო არა მხოლოდ კერძო სექტორისთვის, არამედ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის. რეგულაციები შეეხება ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა განთავსების ობიექტები, კვების ობიექტები, როგორც ტურისტული ტრანსპორტი, ასევე ტურისტული გიდი. მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ განთავსების ობიექტებს მოუწევთ პირველ ეტაპზე გაიარონ უმთავრესად შემოწმება. თუკი ინსპექტირებას გაივლიან წარმატებით, მათ მიენიჭებათ ოპერირების განხორციელების საშუალება, რას მისცემთ მათ საშუალებას, რომ უმასპინძლონ შიდა, ისევე როგორც საერთაშორისო მოგზაურებს. თუკი განთავსების ობიექტი როგორც მეწარმე არ რეგისტრირდება და აქამდე არ არის დარეგისტრირებული ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის ვებ-გვერდზე და მას არ ჰქონია დღევანდელ დღემდე ჩატარებული ინპექტირება და ნებართვა არ აქვს მინიჭებული, ეს არის კანონდარღვევა. აქედან გამომდინარე, ჩვენი რეკომენდაცია შიდა მოგზაურებისთვის არის ის, რომ ძალიან სწორად შეაფასონ ის ვითარება, რომელიც კორონავირუსთან მიმართებაში გვაქვს და რა თქმა უნდა, იმოგზაურონ და განთავსდნენ ისეთ სასტუმროებში, სადაც მაქსიმალურად მოხდენილია უკვე შემოწმება და ნებართვაც გაცემულია. ჩვენ როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აღნიშნულ სიას დღის განმავლობაში გავასაჯაროებთ. ეს იქნება ეტაპობრივად განახლებადი ინფორმაცია, რადგან ჯანდაცვის სამინისტრო ახდენს ყოველდღიურ რეჟიმში ინსპექტირების განხორციელებას სასტუმრობში და მთელი საქართველოს მასშტაბით. ეს იქნება გამწვირვალე ინფორმაცია იმისთვის, რომ სამართლიანი იყოს ჩვენი ქვენის მოსახლეობისთვის, რომ უსაფრთხოდ განაგრძონ ქვეყანაში მოგზაურობა“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
„არსენალი“ 22 წლის შემდეგ პირველად გახდა ინგლისის ჩემპიონი
ევროპული დაზვერვა: ჩინეთმა რუსი ჯარისკაცების საიდუმლოდ მომზადება დაიწყო უკრაინაში ომისთვის
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)