07:48 - 09 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-14 15:14:37, 2255 ნახვა

პოლიტიკა
ვაშაძე - თუ „ქართულ ოცნებას“ ოქტომბრის ბოლოსთვის მძიმე რეიტინგული მდგომარეობა ექნება, შეეცდებიან არჩევნები დეკემბრის ბოლოსთვის გადაიტანონ

ეს არის ცეცხლთან თამაში, არანაირი ვითარება არ არის იმის, რომ არჩევნები გადაიდოს, - ასე გამოეხმაურა „ახალი საქართველოს“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას.

მისი თქმით, თუ „ქართულ ოცნებას“ ოქტომბრის ბოლოსთვის მძიმე რეიტინგული, პოლიტიკური მდგომარეობა ექნება, შეეცდებიან არჩევნები დეკემბრის ბოლოსთვის გადაიტანონ.

„თუ ოქტომბრის ბოლოსთვის მათ მძიმე რეიტინგული პოლიტიკური მდგომარეობა ექნებათ, ისინი შეეცდებიან არჩევნები გადაიტანონ დეკემბრის ბოლოსთვის. პირდაპირ ვამბობ, ეს არის ცეცხლთან თამაში, ეს არის თამაში ადამიანების ნერვებზე, შიმშილზე, გაჭირვებაზე, რომელიც ჩვენ გვაწუხებს. აქედან გამომდინარე, ჩვენ კიდევ ერთხელ ვამბობთ დღეს არანაირი ვითარება და გარემოება არ არის იმის, რომ არჩევნები გადაიდოს და ნუ შეეცდებიან ადამიანების ჯანმრთელობით სპეკულირებას“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ Covid-19-ის  მეორე ტალღა 31 ოქტომბრამდე იქნება, შესაძლოა არჩევნები დეკემბერში ჩატარდეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპელები აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში მიიღებენ მონაწილეობას
მოსკოვის რეგიონში გაყიდვების მხრივ სიდიდით მეორე ბენზინგასამართი სადგურების ქსელმა ფუნქციონირება შეწყვიტა
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics