|
2020-06-13 23:00:25, 1321 ნახვა
საზოგადოება
განახლებული „მზიურის“ პარკი გაიხსნა
თბილისს კიდევ ერთი კეთილმოწყობილი, მრავალფუნქციური რეკრეაციული ზონა შეემატა - „მზიურის“ განახლებული პარკი გაიხსნა. პარკის გახსნას თბილისის მერი კახა კალაძე პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან და ევროკავშირის ელჩთან საქართველოში კარლ ჰარცელთან ერთად დაესწრო. „მინდა, მივესალმო ყველა იმ ადამიანს, რომელსაც უხარია დღევანდელი დღე, ყველა ის სიახლე, რომელიც დაკავშირებულია „მზიურის“ სარეაბილიტაციო სამუშაოებთან. არ შემიძლია, არ გავიხსენო 2015 წლის 13 ივნისი, დღე, რომელმაც ჩვენს ქალაქს ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა. სამწუხაროდ, ჩვენ დავკარგეთ ადამიანები, გაუბედურდა ინფრასტრუქტურა, თუმცა მისი განახლება-აღდგენა მოხერხდა, ადამიანების სიცოცხლეს კი, სამწუხაროდ, ვერ დავაბრუნებთ. მინდა, კიდევ ერთხელ მწუხარება გამოვთქვა, მივუსამძიმრო მათ ოჯახებს, ახლობლებს და სრულიად საქართველოს. ეს დღე ჩვენი ქვეყნის უახლოეს ისტორიაში ძალიან მძიმე იყო, თუმცა შეიძლება თამამად ვთქვათ, რომ 2015 წლის 13 ივნისს შედგა სოლიდარული ქართული საზოგადოება. ჩვენ გვახსოვს, იმ მძიმე ღამის შემდეგ გამოჩნდა ახალგაზრდების ძალიან დიდი ჯგუფი. როგორი შემართება, მხარდაჭერა და ერთსულოვნება იყო! ძალიან ბევრი მათგანი დღევანდელ ღონისძიებას ესწრება და მინდა, მათ კიდევ ერთხელ გულწრფელი მადლობა გადავუხადო იმ თანადგომისა და მხარდაჭერისთვის, რასაც ეს ადამიანები აკეთებდნენ, რათა რაც შეიძლება სწრაფად გამოვსულიყავით იმ მძიმე მდგომარეობიდან“, - განაცხადა კახა კალაძემ. მერმა საზოგადოების სოლიდარობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. „ამ რთულმა დღეებმა ჩვენ, საზოგადოებას მოგვცა სოლიდარობის განცდა და შემთხვევითი არ არის, რომ ამ პანდემიის პირობებში, რომელსაც მთელი მსოფლიო ებრძვის, ღონისძიებებში, რომელიც პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით იქნა გატარებული ერთმანეთის ჯანმრთელობის და სოცოცხლის დასაცავად, საქართველოს თითოეული მოქალაქის ჩართულობა და როლი ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მინდა, ამისთვისაც ყველას მადლობა გადავუხადო, იმისთვის, რომ ჩვენ ვზრუნავთ ერთმანეთზე, ვიცავთ ერთმანეთის სიცოცხლეს და ჯანმრთელობის უსაფრთხოებას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა. ამასთან, კახა კალაძემ პირობა დადო, რომ მალე თბილისი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მწვანე ქალაქი გახდება. „დღეს მე, როგორც ქალაქის მერი, ბედნიერი ვარ იმით, რომ ქალაქს კიდევ ერთი რეკრეციული სივრცე შეემატა. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ მე პირობა მივეცი დედაქალაქის მოსახლეობას, რომ ჩვენ ვიქნებით ის ადამიანები, ვინც ყველაზე მეტ რეკრეაციულ, მწვანე სივრცეს აჩუქებს დედაქალაქს. ჩვენ ამ პირობას აუცილებლად შევასრულებთ. დღეს „მზიურის“ პარკის გახსნაა, მომავალში გაიხსნება კიკვიძის პარკი, დაგეგმილი გვაქვს ვაკის პარკის რეაბილიტაცია, ასევე, გლდანში რამდენიმე პარკის რეაბილიტაცია იგეგმება. ასე რომ, მე გაძლევთ პირობას, რომ ჩვენი დედაქალაქი ევროპაში იქნება ყველაზე მწვანე, ყველაზე ლამაზი, ყველაზე უსაფრთხო, ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით ყველაზე მოწესრიგებული, გამართული საზოგადოებრივი ტრანსპორტით. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამას ყველანი ერთად შევძლებთ. მხოლოდ მერი ან მერიის თანამშრომლები ვერაფერს გახდებიან, აქ ძალიან მნიშვნელოვანია ერთად დგომა და დარწმუნებული ვარ, ამ მიმართულებით დიდი სოლიდარობა იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ. „მზიურის“ პარკის რეაბილიტაცია ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ დაფინანსებული კომპლექსური პროექტის ბოლო ფაზაა, რომელიც ინფრასტრუქტურის სამინისტრომ დღეს ოფიციალურად დაასრულა. პროექტის ფარგლებში სრულად განახლდა 13 ივნისის წყალდიდობის შედეგად დაზიანებული ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის მიმდებარე გამწვანება და პარკი. აღდგა პარკში არსებული მოზაიკები, ხიდები, კიბეები და გამოიცვალა ყველა სახის კომუნიკაცია: კანალიზაცია, სასმელი წლის, ირიგაციის, ხანძარსაწინააღმდეგო და გარე განათების სისტემები. პარკის ტერიტორიაზე მოეწყო ველო ბილიკები, სკამები, ურნები, ფანჩატურები, სასმელი წყლის სოკოები, დასასვენებელი ადგილები და დაიდგა ზონირების შესაბამისი ნიშნები. ასევე, პარკის ტერიტორიაზე გაკეთდა ხელოვნური ტბა, სკეიტბორდის და საბავშვო გასართობი მოედნები. პარკში შეიქმნა ისეთი ტიპის სპორტული, კულტურული და რეკრეაციული სივრცეები, რომელიც ბევრად უფრო კომფორტულს გახდის “მზიურს“ ყველა ასაკის ადამიანისათვის. განახლებული ინფრასტრუქტურა ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროების პირებისთვის. „მზიურის“ განახლებული პარკი გადაეცემა თბილისის მერიას და მასზე "ეკოსერვის ჯგუფი" იზრუნებს.
მეტროსადგური „თავისუფლების მოედანი” დროებით ვერ ემსახურება მგზავრებს
დამოუკიდებელი საქართველოს პირველი მთავრობის წევრი, აქტზე ხელმომწერი ნემო ბურჭულაძე გარდაიცვალა
აშშ მოითხოვს, რომ ევროპას უკრაინაში ომის შესახებ მოლაპარაკებების მაგიდასთან ადგილი მიეცეს
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ის პარტნიორები ახლო აღმოსავლეთში ირანის ბლოკადის გაგრძელებას იმედოვნებენ
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)