07:48 - 09 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-13 15:43:39, 1887 ნახვა

პოლიტიკა
გიგა ბოკერიას განცხადებით, საერთო საარჩევნო სიის შექმნის იდეა, უდროო ინიციატივაა

დიდი იმედი მაქვს, რომ საერთო საარჩევნო სიის უდროო ინიციატივა, მაჟორიტარულ ოლქებზე შეთანხმების ჩასაშლელად არ გამოიყენება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა წევრმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მისი თქმით, პოლიტიკური ვითარების ორპოლუსიანად დახატვა ბიძინა ივანიშვილსა და მის გუნდს აწყობს.

„პოლიტიკური ვითარების ორპოლუსიანად დახატვა აწყობს ბიძინა ივანიშვილსა და მის გუნდს. ეს არის მათი ამოცანა და ის არ გამოხატავს რეალობას იმიტომ, რომ ოპოზიცია არის მრავალფეროვანი და ამომრჩევლის წარმოდგენებიც და პოზიციაც არის მრავალფეროვანი. ამიტომ არ უნდა შევუწყოთ ივანიშვილს ამაში ხელი.

დიდი იმედი მაქვს, რომ ეს უდროო ინიციატივა არ იქნება გამოყენებული საბაბად მაჟორიტარების შეთანხმების ჩასაშლელად“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპელები აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში მიიღებენ მონაწილეობას
მოსკოვის რეგიონში გაყიდვების მხრივ სიდიდით მეორე ბენზინგასამართი სადგურების ქსელმა ფუნქციონირება შეწყვიტა
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics