|
2020-06-12 13:59:49, 1658 ნახვა
საზოგადოება
საქართველოსა და სომხეთის ჯანდაცვის სპეციალისტებს შორის ვიდეოკონფერენცია გაიმართა
საქართველოსა და სომხეთის ჯანდაცვის სპეციალისტებს შორის ვიდეოკონფერენცია გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობა ორივე ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა და სფეროს სპეციალისტებმა მიიღეს. ონლაინ შეხვედრისას მხარეებმა ერთმანეთს კლინიკური საკითხების შესახებ გამოცდილება გაუზიარეს. საუბარი შეეხო კოვიდ-19-ით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობის მეთოდებსა და გაიდლაინებს. ისაუბრეს ტესტირების ალგორითმზე და იმ პრეპარატებზე, რომლებსაც მკურნალობისას გამოიყენებენ. „ეს შეხვედრა კონკრეტულად ეთმობოდა კლინიკური მენეჯმენტის საკითხებს და ჩვენ ერთმანეთს გავუზიარეთ გამოცდილება თუ როგორ ხდება კლინიკური შემთხვევების მართვა საქართველოში და ასევე სომხეთში. რაც შეეხება სამომავლო თანამშრომლობას, ჩაინიშნა კიდევ ერთი შეხვედრა. სომეხი კოლეგებისთვის საინტერესოა საქართველოს მიდგომების გაცნობა და იმ სტრატეგიების შესწავლა, მეტად დეტალურად, რამაც საქართველოს შესაძლებლობა მისცა შეეკავებინა ვირუსის გავრცელება. ჩვენ ბუნებრივია მზად ვართ გავუზიაროთ ეს ინფორმაცია და დეტალურად ვისაუბროთ იმ კონკრეტულ ღონისძიებებზე, რაც შესაძლოა იყოს საინტერესო სომხური მხარისთვის“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრი პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ფაქტი, რომ სომხურ და ქართულ მხარეებს შორის კომუნიკაცია შედგა, პოზიტიური მოვლენაა. „თქვენ იცით, რომ მათი მხრიდან იყო რაღაც დაუფიქრებელი თუ მიუღებელი, და რაც მთავარია, სიმართლეს აცდენილი ფაქტები, რომელსაც ჩვენ ადეკვატურად ვუპასუხეთ. ამიტომ, ეს ინციდენტი ამოწურულად უნდა ჩავთვალოთ და უნდა ვითანამშრომლოთ. ჩვენ გავაცანით ჩვენი გამოცდილება „კოვიდ-19“-ით ავადმყოფების მართვის საკითხში. მათ თავისი გამოცდილება გაგვაცნეს. ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ „კოვიდ-19“-ის მართვის ჩვენი პრინციპები არის ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი და ამიტომ გვაქვს ევროპაში ერთ მილიონ მოსახლეზე სიკვიდილობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი. მაგრამ კმაყოფილებით მინდა, შევნიშნო, რომ პაციენტთა მკურნალობისა და მართვის საკითხებში მათი მიდგომებიც საკმაოდ კარგია. ბევრი რამ ჩვენ შორის საერთოა. კლინიკური მართვის თემა ამოვწურეთ და ვიტყოდი, რომ ის, რაც ხვალიდან უნდა დაიწყოს, ის ონლაინშეხვედრები, გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით იმ გაგებით, რომ სომხეთში ახალი შემთხვევების კატასტროფული რაოდენობაა და სწორედ ის, რაზეც ხვალ იქნება საუბარი, პირდაპირ შეეხება ეპიდემიის ჩარჩოებში მოქცევას და იმის დაძლევას, რაც იქ ხდება“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
„არსენალი“ 22 წლის შემდეგ პირველად გახდა ინგლისის ჩემპიონი
ევროპული დაზვერვა: ჩინეთმა რუსი ჯარისკაცების საიდუმლოდ მომზადება დაიწყო უკრაინაში ომისთვის
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)