06:32 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-12 12:33:58, 2024 ნახვა

საზოგადოება
შვეიცარიის პარლამენტმა ერთი და იმავე სქესის წარმომადგენელთა ქორწინებას მხარი დაუჭირა

შვეიცარიის ფედერალური ასამბლეის ქვედა პალატამ ერთსქესიანთა ქორწინება დაამტკიცა, ხოლო ერთსქესიან ქორწინებაში მყოფ ქალებს, ხელოვნური განაყოფიერებისთვის სპერმის დონორის მოპოვების უფლება მისცეს. გადაწყვეტილების წინააღმდეგი იყვნენ, შვეიცარიის კონსერვატიული სახალხო პარტიის დეპუტატები - ამის შესახებ ინფორმაციას "ევრონიუსი" აქვეყნებს. 
ამის შემდეგ, წამოჭრილი საკითხი გადაინაცვლებს საბჭოს კენჭის ყრაზე, რომელიც შემოდგომამდე გაიმართება. იმის შემდეგ თუ ზედა პალატამ მხარიდ აუჭირა ინიციატივას უკვე რეფერენდუმზე გაიტანენ. 
"ჩვენ გაოგნებულები ვართ. ინიციატივამ, ეროვნული საბჭოს ხმათა უმრავლეოსბა მოიპოვა. ერთსქესიანთა ქორწინება და სპერმის დონორობაზე წვდომა გრანდიოზულია. ჩვენ ძალიან გახარებულები ვართ", - ამის შესახებ, პარლამენტის კომეტეტის "ქორწინება ყველასათვის" წევრმა, იან მიულერმა განაცხადა. 
სოციალ-დემოკრატიული პარტიის დეპუტატი, მათაის რეინარი დარწმუნებულია, რომ "ჩვენ საყოველთაო თანასწორობას ვუახლოვდებით არა მხოლოდ ქორწინების, არამედ სრულფასოვანი ოჯახის, შვიალდ აყვანის და ხელოვნური განაყოფიერების საკითხშიც. ერთსქესიანთა ოჯახები, ახალა უკვე სრულ თანასწორობაში იცხოვრებენ". 





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
„არსენალი“ 22 წლის შემდეგ პირველად გახდა ინგლისის ჩემპიონი
ევროპული დაზვერვა: ჩინეთმა რუსი ჯარისკაცების საიდუმლოდ მომზადება დაიწყო უკრაინაში ომისთვის
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics