|
2020-06-12 10:59:25, 1730 ნახვა
საზოგადოება
გლდანის რაიონში საფეხბურთო აკადემიის მშენებლობა მიმდინარეობს
გლდანის რაიონში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის კიდევ ერთი საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტი ხელოვნურსაფარიან სტანდარტულ და მინი საფეხბურთო მოედანს მოიცავს, სადაც ტრიბუნასთან ერთად, ადმინისტრაციული შენობაც განთავსდება. მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთან ერთად გაეცნო. თბილისის მერის განცხადებით, დედაქალაქის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ერთობლივი პროექტი ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის კუთხით, ძალიან მნიშვნელოვანია. მსგავსი პროექტი სამგორის რაიონში უკვე განხორციელდა, რომლითაც ძალიან ბევრი მოქალაქე სარგებლობს. „პირველი პროექტი სამგორის რაიონში, კონკრეტულად, ვარკეთილში განვახორციელეთ, რომელიც ძალიან დატვირთულია. გლდანში სამუშაოები შემოდგომაზე დასრულდება და ესეც ერთ-ერთი საუკეთესო პროექტი იქნება, სადაც პატარებს, ახალგაზრდებს, რაიონში მცხოვრებ მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, ამ კონკრეტული საფეხბურთო მოედნით ისარგებლონ. აღნიშნულ ტერიტორიაზე ორი მოედანი მოეწყობა - ერთი დიდი და მეორე პატარა, მინი ფეხბურთისთვის. ასევე, მოეწყობა განათების ქსელი, რათა ბავშვებმა თამაში ღამის საათებშიც შეძლონ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საფეხბურთო კომპლექსით სარგებლობა უფასო იქნება. დარწმუნებული ვარ, აღნიშნული ცენტრით ძალიან ბევრი ახალგაზრდა, ბევრი პატარა ისარგებლებს. ჩვენი მთავარი მიზანი და ამოცანაა, მსგავსი პროექტები ყველა რაიონში განვახორციელოთ, რათა ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას შევუწყოთ ხელი. ძალიან დიდი მადლობა ფეხბურთის ფედერაციას, რომ ჩვენთან თანამშრობლობით, ასეთი კარგი პროექტები ხორციელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ. საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ფიფა-ს პროგრამა - „ფორვარდის“ დაფინანსებით მიმდინარეობს. სამუშაოები 2020 წლის შემოდგომაზე დასრულდება. „პროექტში ასევე, გათვალისწინებულია შენობა-ნაგებობა, რომელიც გამოიყენება გასახდელებისთვის, სველი წერტილებისთვის და ა.შ. ასევე, მოეწყობა დაახლოებით, 250 ადამიანზე გათვლილი ტრიბუნა. პროექტი სრულად დაფინანსებულია ერთი მხრივ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და მეორე მხრივ, ფიფა-ს „ფორვარდის“ პროგრამით. ძალიან მიხარია, რომ თბილისის მერიასთან ერთად, მსგავს პროექტებს ვახორციელებთ“, - განაცხადა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა. ამ ეტაპზე, ტერიტორიის შემოღობვა დასრულებულია, დამონტაჟებულია განათების ბოძები და მიმდინარეობს გასახდელი შენობის მშენებლობა. სპორტულ კომპლექსს ქალთა და მოყვარულ გუნდებთან ერთად, ადგილობრივი საფეხბურთო სკოლები უსასყიდლოდ გამოიყენებენ.
„არსენალი“ 22 წლის შემდეგ პირველად გახდა ინგლისის ჩემპიონი
ევროპული დაზვერვა: ჩინეთმა რუსი ჯარისკაცების საიდუმლოდ მომზადება დაიწყო უკრაინაში ომისთვის
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)