|
2020-06-11 15:14:59, 2014 ნახვა
პოლიტიკა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირბადის ტარებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები მეორე მოსმენისთვის განიხილა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენისთვის (დაჩქარებული წესით) განიხილა კანონების პროექტები: „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" და „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ". შემოთავაზებული ცვლილებები პირბადის ტარების წესის სავალდებულობასთან დაკავშირებულ საკითხებს არეგულირებს. საკითხის წარდგენისას, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა. მისი განცხადებით, დღესაც მოქმედებს რეგულაციები, რომელიც გვავალდებულებს ვატაროთ პირბადე. „ეს გამომდინარეობს იმ რეგულაციებიდან, რომელიც ჩვენ მივიღეთ 22 მაისამდე, ვიდრე გაუქმდებოდა საგანგებო მდგომარეობა. ჩვენ მივეცით საქართველოს მთავრობას უფლებამოსილება, რომ კანონისგან განსხვავებულად მოეწესრიგებინა ის საკითხები, რომელიც უნდა ყოფილიყო დროებითი ხასიათის ღონისძიებების სახით გამოყენებული, ვინაიდან პანდემიასთან და კორონავირუსთან ბრძოლა არის გამოწვევა ყველა ძლიერი სახელმწიფოსთვის, ძლიერი დემოკრატიისა და ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყნებისათვის. ამიტომ, ჩვენ ფეხდაფეხ გვიწევს მყისიერი სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ვერ გავუმკლავდებით კორონავირუსთან ბრძოლას. აქედან გამომდინარე, რეგულაციები მოქმედებს და სწორედ ამ რეგულაციებიდან გამომდინარე მიღებული იქნა მთავრობის დადგენილება 2020 წლის 23 მაისს, რომელიც პირდაპირ აწესებს იზოლაციის და კარანტინის წესებს", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა. მისივე თქმით, ამ დადგენილებაში წერია რეგულაციები, მათ შორის ის, რომ ათზე მეტი პირის თავშეყრა სოციალური ღონისძიების გამართვის მიზნით არის შეზღუდული, მაგალითად, როგორიც არის - ქორწილი, ქელეხი და სხვა. „ეს უკვე მოქმედი რეგულაციაა და ასევე ის, რომ პირბადის ტარება დახურულ საჯარო სივრცეში არის სავალდებულო. დღეს, უბრალოდ ამ რეგულაციების დარღვევა ადმინისტრაციული წესით იწვევს პასუხისმგებლობას ფიზიკური პირისთვის ორი ათასი ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირისთვის 10 ათასი ლარის ოდენობით", - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ. ანრი ოხანაშვილის განმარტებით, 2 ათასი ლარი იმიტომ არის დაწესებული, რომ ეს რეგულაციები მიღებული იქნა საგანგებო მდგომარეობის პირობებში. „არ ვიცოდით როგორი გავრცელება ექნებოდა ვირუსს და წინსწრებად დავუშვით შესაძლებლობა, რომ შესაძლებელია საგანგებო მდგომარეობა გაუქმებულიყო, თუმცა ძალიან მაღალი რისკი და ეპიდემიოლოგიური კერები კვლავ შეიძლება ყოფილიყო. ამიტომ, საჭირო იქნებოდა სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება და რაც მთავარია, პრევენციულად მოქმედება. დღეს, პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 ათასი ლარის ოდენობით, თუმცა, ვინაიდან ჩვენ გადავედით ეტაპობრივად შეზღუდვების მოხსნის მიმართულებით, მიზანშეწონილად აღარ მიგვაჩნია, რომ ჩვენი მოქალაქეები დაჯარიმდნენ მაღალი სანქციებით და 2 ათასი ლარიდან ჩამოვედით 20 ლარამდე, ისიც დახურულ საჯარო სივრცეებში. აქედან გამომდინარე, ჩვენ რეალურად ვამსუბუქებ არსებულ მდგომარეობას", - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა. მისივე თქმით, წარმოდგენილი ცვლილებებით ხდება მხოლოდ პირბადის საკითხის ცალკე გამოტანა. „პირბადე პირმა უნდა ატაროს დახურულ საჯარო სივრცეში, როდესაც სერვისებს იღებს, ბანკში, სავაჭრო ობიექტებში, სადაც არის მოქალაქეთა დიდი ნაკადი და უფრო მჭიდრო სივრცეები, სადაც არსებობს ვირუსის გავრცელების რისკი. ამიტომ, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, ზოგადად, ექსპერტების, ეპიდემიოლოგების რეკომენდაციები და მოთხოვნებია, რომ პირბადე ასეთ სივრცეებში უნდა ატაროს მოქალაქემ. ასევე, შემოგვაქვს პირბადის ტარების სავალდებულობა საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადაადგილების დროს, ტაქსით გადაადგილების დროს. ღია სივრცეებში, სკვერებში და ქუჩაში გადაადგილების დროს არავის მოეთხოვება პირბადის ტარება. ამიტომ, შეცდომაში რომ არ შევიდეს ვინმე, ის შეზღუდვა, რომელიც შეეხებოდა ქორწილების გადახდას ანუ ათზე მეტი პირის შეკრებას სოციალური ღონისძიების გამართვის მიზნით, ე.წ. ქელეხის, იუბილის, ნათლობის გადახდას, ახლა არ დგინდება, უკვე დადგენილია და ამასთან მიმართებაში, 2 ათას ლარიანი ჯარიმა ფიზიკური პირისთვის, ხოლო იურიდიული პირისთვის 10 ათას ლარიანი ჯარიმა, ძალაში რჩება", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არ არის მუდმივი რეგულაცია, არამედ მოქმედებს 15 ივლისამდე. კანონპროექტის თანახმად: იზოლაციის ან/და კარანტინის წესით განსაზღვრული დახურულ საჯარო სივრცეში თავშეყრისას პირბადის ტარების წესის დარღვევა ან პირბადის არმქონე პირის დახურულ საჯარო სივრცეში დაშვება - გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 20 ლარით, ხოლო დახურული საჯარო სივრცის მფლობელი იურიდიული პირისა − 500 ლარით. საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მეტროპოლიტენით გადაადგილებისას პირბადის ტარების წესის დარღვევა - გამოიწვევს მგზავრის ან მძღოლის დაჯარიმებას 20 ლარით. ტაქსით (M1 კატეგორია) გადაადგილებისას პირბადის ტარების წესის დარღვევა - გამოიწვევს მგზავრის ან მძღოლის დაჯარიმებას 20 ლარით. „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით დადგენილი იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირისა − 10 000 ლარით. სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილების თანახმად, იზოლაციის ან/და კარანტინის წესის განმეორებით დარღვევისთვის გათვალისწინებულია უკვე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა - შინაპატიმრობა ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე. ეს ნორმა არ შეეხება პირბადის ტარების წესის დარღვევას. როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, მიდის კონსულტაციები იმის თაობაზე, რომ აღნიშნულ მუხლს დაემატოს ჯარიმაც. მისივე თქმით ამ საკითხთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება პლენარულ სხდომაზე იქნება დაფიქსირებული. კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე განხილვას.
მეუფე ზენონი: ეკლესიის პასუხისმგებლობაა, შეახსენოს ყველას, ძალაუფლება არ დგას კანონზე მაღლა
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)